საქართველოში უცხო არ არის ზრდასრული შვილების მშობლების კმაყოფაზე ცხოვრება. დამოუკიდებლობის მოპოვებას შვილები ძნელად ახერხებენ. ქართულ რეალობაში თითქოს ნორმად იქცა, რომ ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე მშობლების მითითებებით ცხოვრობენ და მეტიც, საკუთრ ოჯახებსაც მშობლების სურვილების გათვალისწინებით ქმნიან.
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა შვილების მშობლისგან დროული და ჯანსაღი გამოცალკევების შესახებ გვიზიარებს რეკომენდაციებს.
გთავაზობთ მის პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით:

სეპარაცია არის მშობლისგან განცალკევების, დამოუკიდებლობის პროცესი ემოციურ, ფიზიკურ, ფინანსურ თუ ღირებულებათა სფეროში.
ეს ორმხრივი პროცესია, სადაც მშობლების ამოცანაა შვილის აშვება, ხოლო შვილების ამოცანაა მშობლებისგან გამოყოფა.
რას გულისხმობს მშობლისგან გამოყოფა და რა ფორმით გამოიხატება ეს?
ფუნქციური გამოყოფა: თავის მოვლა დამოუკიდებლად - როცა კვებას, ტანსაცმლის არჩევას, საცხოვრებელს და ა.შ. ადამიანი მშობლის სრული მონაწილეობის გარეშე წყვეტს.
ეს პროცესი წარმატებულად ჩაითვლება თუ გვაქვს:
- ფინანსური დამოუკიდებლობა
- ყოფითი ავტონომია -ცხალკე ცხოვრება, კომფორტი, სისუფთავე, კვება.
- ოჯახის დამოუკიდებლობა - თქვენი შვილები თქვენი გაზრდილები არიან და არა დედათქვენის.
მშობლისგან ფუნქციური გამოყოფა წარუმატებელია თუ:
- კვლავ მშობლებთან ცხოვრობთ
- მშობლისგან სისტემატურად გჭირდებათ ფული
- სამასახურში მშობელმა მოგაწყოთ
- თქვენს შვილებს თქვენი მშობლები ზრდიან.
ემოციური გამოყოფა: არჩევანის გაკეთების უნარი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მშობლის დამოწმების ან უარის მიუხედავად.
ეს პროცესი წარმატებულია თუ:
- გაქვთ არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების უნარი მშობლების მოწონება-არმოწონების მიუხედავად.
- ჯანსაღი თანაგრძნობა მშობლების ემოციების მიმართ.
- მკაფიო გაგება, სად არის თქვენი სურვილები და სად - მშობლების.
- მშობლის აზრის მოსმენის და გაფილტვრის უნარი.
- მშობლების ემოციური დონის მიღების უნარი.
ემოციური გამოყოფა წარუმატებელია თუ:
- ძლიერი მოთხოვნილება გაქვთ, მშობელს მოეწონოს თქვენი გადაწყვეტილება.
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ.
- საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე უარს ამბობთ.
- გეშინიათ მშობლების ემოციების.
- მშობლის ემოციებზე პასუხისმგებლობის აღების ტენდენცია
- საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა
- მოვალეობის მიხედვით ცხოვრების მოთხოვნილება
ღირებულებითი გამოყოფა: საკუთარი მიზნების, პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსზღვრის უნარი, საკუტარი აზრის მშობლების აზრისგან გამიჯვნა.
ეს პროცესი წარმატებულად ჩაითვლება თუ:
- გაქვთ საკუთარი ღირებულებები და პრინციპები.
- მკაფიო გაგება იმისა, თუ "ვინ ვარ და რა მინდა".
- შეგიძლიათ მშობლის იმ ღირებულებების გაგება და მიღება, რომლებიც თქვენი ღირებულებებისგან გასხვავდებიან.
წარუმატებელია იმ შემთხვევაში თუ:
გარეგნულად ემორჩილებით მშობლების აზრს, შინაგანად კი უარყოფთ მას.
არ იცით, რა გინდათ
გაქვთ საკუთარი ღირებულებების და თვითგამორკვევის სირთულეები.
ძლიერ გაღიზიანებთ მშობლები.
კონფლიქტური გამოყოფა: უნარი, გაუძლო მშობელთან კონფლიქტს გამანადგურებელი დანაშაულის განცდის, სირცხვილის, წყენის და ბრაზის გარეშე.
ეს პროცესი წამატებულია, თუ გაქვთ:
- მშობლებთან კონფლიქტის "გაძლების“ უნარი.
- კონფლიქტური სიტუაციის მიმართ ობიექტური ხედვა.
- მყარად დგახართ საკუთარ პოზიციაზე.
- არ განიცდით ტოქსიკური დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობას.
- პატივს სცემთ და იღებთ მეორე მხარის ემოციებს.
წარუმატებელია, თუ გახასიათებთ:
- მშობლის პოზიციაზე გადასვლა, თუნდაც ეს არ მოგწონდეთ.
- მტანჯველი დანაშაულის განცდა საკუთარი აზრის დაცვის შემთხვევაში.
- ჩხუბის, აურზაურის მიმართ მიდრეკილება.
- შეხედულებების ცვალებადობა, არასტაბილურობა.
- მანიპულირება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
როგორია დამოუკიდებელი ადამიანი?
- იცის, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, უზრუნველყოფს საკუთარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კომფორტს. იცის, რა არის საჭირო ამის მისაღწევად და და მოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებაში, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ მშობლები.
- ესმის, რომ მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვალსაზრისი. ამავე დროს ის ეყრდნობა საკუთარ აზრებს.
- აცნობიერებს საკუთარ საჭიროებებს და ღირებულებებს. იცის, როგორ დაიცავს ისინი თუნდაც მშობლების წინაშე.
- იცავს საკუთარ საზღვრებს და პატივს სცემს სხვისას.
- იცავს თავის სიმართლეს დანაშაულის განცდის, წყენის, შიშის გარეშე.
ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონია და მას საკუთარი თავის და სხვების მიმართ პატივისცემით წარმართავს.