ქართული კინოს ულამაზესი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი გასული წლის ნოემბერში 77 წლის გახდა. ასაკის მიუხედავად, ქალბატონი კირა ეშხსა და ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს და სილამაზის ეტალონად მიიჩნევა უამრავი ადამიანისთვის.
ქალბატონი კირას სილამაზე გენეტიკურად გადაეცათ მის შთამომავლებს, ქალიშვილებს და შვილიშვილებს.
საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ნაცნობია ქალბატონი კირას შვილიშვილი, დათო ევგენიძის ქალიშვილი ლიკა, რომელიც ტელეწამყვანია. და დიდი ბებიის გარეგნობა გენეტიკურად ერგო ასევე ლიკას ქალიშვილს, ანა სოფიას, რომლის მორიგ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და ბევრმა აღნიშნა, რომ გოგონა ტრადიციას აგრძელებს. თავად ქალბატონმა კირამაც განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ანა სოფია მისი ლამაზი შვილთაშვილია.
კირა ანდრონიკაშვილს მამიდებიც ულამაზესი ჰყავდა - ყველასთვის ცნობილი ნატო ვაჩნაძე და მისი მსახიობი და, კირას სეხნია კირა ანდრონიკაშვილი.