გორში, 4 წლის თომა წიქარიძე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვანის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.
გარდაცვლილი ბიჭუნას ახლობლების თქმით, 4 წლის ბავშვს ექიმის მხრიდან არასწორი მართვის გამო სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა."თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა "გორმედის“ პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ და რაღაც მაზიც დაუნიშნა, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა. განაგრძეთ კითხვა