თითქმის ყველა მოზარდს იტაცებს წიგნი, სადაც სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტი, უნიკალური ან დისტოპიური გარემო და მოულოდნელი სიუჟეტური ცვლილებებია წარმოდგენილ;. წიგნი, რომელიც მას საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაეხმარება. ეს ხომ სწორედ ის ასაკია, როცა ყველაზე მძაფრად გაწუხებს საკუთარი თავის სოციუმში დამკვიდრების საკითხი. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი წიგნებში ასახულია მათი გრძნობები და განცდები, რაც უკავშირდება საკუთარი თავის აღმოჩენას და სიმართლეს გარემომცველ ადამიანებზე.
4-დღიანი ლიტერატურული ფესტივალი იდეალური ადგილია საინტერესო წიგნების შესარჩევად. 25-28 მაისს, გამომცემლობა "პალიტრა L" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონებში ახალი წიგნებით და დიდი ფასდაკლებებით დაგხვდებათ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. 4 დღის განმავლობაში, მკითხველები შეხვდებიან საყვარელ ავტორებს, გაეცნობიან რჩეულ ლიტერატურას და მათ სპეციალურ ფასად შეიძენენ.
წარმოგიდგენთ ტოპ 5 წიგნს, რომლებიც განსაკუთრებით თინეიჯერებს დააინტერესებთ:
იაპონური საიდუმლოებები ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სთავაზობს პრაქტიკულ მიდგომას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ბავშვებსა და მოზარდებს. თინეიჯერები ხშირად განიცდიან სტრესს და საკუთარ თავში ეჭვს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებას. სწავლის არჩევისა და შემდგომი კარიერის შესახებ ეჭვები შეიძლება მოგვარდეს იმ ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ წიგნში. წიგნი დაეხმარება მოზარდებს საკუთარი პოტენციალის პოვნაში და რეალიზებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე.
მრავალი სხვა იკიგაი- გასაღების გარდა, ეს წიგნი არის შესანიშნავი გზამკვლევი ახალგაზრდა მკითხველისთვის, რომელსაც სურს იპოვოს გზა ცხოვრებაში და განავითაროს თავისი ნიჭი.
წიგნი განკუთვნილია 13-19 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც - ბამ! - უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!
წიგნი განკუთვნილია 13-19 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და მოხუცები, დინჯები და მხიარულები, არასერიოზულები და სერიოზულები, ხმაურიანები და ჩუმები... ეს არის ამბავი მამასა და შვილზე. ფრენკი შვილია. მამა მამაა და მას გილბერტი ჰქვია. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. ფრენკისა და მამამისის თავგადასავალი უსამართლობასა და ბოროტებასთან ბრძოლაა.
წიგნი განკუთვნილია 8-12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპია და წიგნის ავტორის, დოქტორ ტარა პორტერის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს სიძნელეების დაძლევაში. „ჩემი არ გესმით“ - 21-ე საუკუნის გოგონების გზამკვლევი დოქტორ ტარა პორტერის პირველი წიგნია, თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის, You Don't Understand Me: A Young Woman's Guide to Life გახდა Sunday Times-ის ბესტსელერი. ავტორი 1992 წლიდან ეწევა კლინიკურ საქმიანობას ახალგაზრდებთან. წიგნი დაწერილია სპეციალურად თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის. ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახი, მეგობრები, შფოთვა, სკოლა და განათლება, სიყვარული და სექსი, კვება და ინტერნეტი. წიგნში განხილულია თითქმის ყველაფერი და ძალიან ამომწურავად. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა სწორი კვება, მიზიდულობა, სიყვარული და სექსი. წიგნი თინეიჯერებისთვის ძალიან გასაგები ენითაა დაწერილი და ავტორი ცდილობს, საფუძვლიანად აუხსნას მათ, თუ როგორ ბიჭებთან ღირს ან არ ღირს ურთიერთობა; როგორ ამოიცნო მოძალადე მამაკაცი; რამდენად მნიშვნელოვანია, გყავდეს ადეკვატური მეგობრები და სხვა.
წიგნი განკუთვნილია 13-19 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ალფი მურს თავისი დღის განრიგი აქვს,უფრო სწორად,მამის,სტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს:გაღვიძებიდან დაწყებული,პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული.ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს,თუმცა,ვინ იცის?!..მთავარი მაინც ის არის,რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია - ფიქრობს,რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,დღეს კი არა,ღამეს,ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან...
წიგნი განკუთვნილია 8-12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
R