"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო... ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ჩქა­რა, ცუ­დად არის... მო­ი­ცა­დე, ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სო­თო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია? - მშობლები

"ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო... ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ჩქა­რა, ცუ­დად არის... მო­ი­ცა­დე, ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სო­თო" - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?

2023-05-18 12:59:21+04:00

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვს სათანადო დახმარება არ გაუწიეს.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განაცხადა, როდესაც ექიმმა ბავშვი დაინახა თქვა: "უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო“. მისივე თქმით, ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია.

"თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო. ვეუბნებოდი ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ ან სხვა რამე-მეთქი, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. რა დროს ისტორიაა, ბავში კვდება-მეთქი. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო... პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. განაგრძეთ კითხვა

თომას ფეხები შეუშუპდა, მაგრამ ექიმმა თქვა, მორჩენისკენ მიდისო - 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა: რას ამბობს ოჯახი?