"განვითარდა ჩუტყვავილას აგრესიული ტალღა, როცა ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­შიც იგი­ვე გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდება, რაც კანზეა და იწვევს სეპ­ტი­ურ შოკს" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი - მშობლები

"განვითარდა ჩუტყვავილას აგრესიული ტალღა, როცა ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­შიც იგი­ვე გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდება, რაც კანზეა და იწვევს სეპ­ტი­ურ შოკს" - რა განმარტებას აკეთებს გორში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი

2023-05-18 18:32:04+04:00

გორში გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, "ტვ პირველთან" პირველ განმარტებას აკეთებს. ნანა ნინიაშვილის თქმით, ჩუტყვავილათი ინფიცირებული ბავშის მდგომარეობა კვირა დღის ჩათვლით, სტაბილური იყო. მისი თქმით, ბოლოს, 16 მაისს როდესაც ბავშვი გასინჯა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

"საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.

არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად, ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.

განაგრძეთ კითხვა

ექიმი გამოვიდა და გვითხრა, - უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო... ვეუბნებოდი, რომ ჩქარა, ცუდად არის... მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო - რას ჰყვება გორში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭუნას ბებია?
თომას ფეხები შეუშუპდა, მაგრამ ექიმმა თქვა, მორჩენისკენ მიდისო - 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა: რას ამბობს ოჯახი?