გიოზდე კანსუ მაყურებელს ბევრ სერიალში უნახავთ, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც დედამთილის როლი აღმოჩნდა სერიალ "ჩემს ფავორიტში". ამ ფილმში მსახიობმა დადებითი პერსონაჟი შექმნა ქალის, რომელიც კეთილგანწყობილია ყველას მიმართ, განსაკუთრებით - ახალი რძლის, გამუდმებით ერიდება კონფლიქტებს და რომელსაც, მისდა სამწუხაროდ, ნომინალური ფუნქციები აქვს სახლში, ქმარიც გამუდმებით ღალატობს.
მსახიობი 1980 წლის 23 აგვისტოს დაიბადა იზმირში. სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა, სერიოზულად იყო დაკავებული ბალეტით. მოგვიანებით დაინტერესდა მუსიკითა და თეატრით. წლები მუშაობდა სტამბოლის თეატრში და კოლექტივთან ერთად ხშირად დადიოდა გასტროლებზე.
მერე კი კინოს რეჟისორებმაც შეამჩნიეს და სერიოზული წინადადებები შესთავაზეს. 2008 წელს შეასრულა მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლი თურქულ ფილმში "ჩემი ხელშეუხებელი კუნძული".
უკვე 2015 წელს გამოჩნდა სერიალებში და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
გიოზდო დაქორწინებული არ არის, თუმცა სტაბილურად ხვდება მსახიობ ეზგინ ტოზაკს.