ავიაკატასტროფის შემდეგ 4 ბავშვი 16 დღე ჯუნგლებში ცხოვრობდა, და-ძმებზე 13 წლის გოგონა ზრუნავდა - სასწაულებრივი გადარჩენის დეტალები - მშობლები

ავიაკატასტროფის შემდეგ 4 ბავშვი 16 დღე ჯუნგლებში ცხოვრობდა, და-ძმებზე 13 წლის გოგონა ზრუნავდა - სასწაულებრივი გადარჩენის დეტალები

2023-05-19 13:31:41+04:00

1-ელ მაისს კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. ოფიციალურ მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა. ეკიპაჟმა მაშინვე განაცხადა, რომ ძრავა ფუჭდებოდა, ძებნა მალევე დაიწყეს, მაგრამ თვითმფრინავის ნამსხვრევების პოვნა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლეს.

თავდაპირველად, ბორტზე მაშველებმა პილოტის ცხედარი იპოვეს, მაგრამ დანარჩენი ადამიანების ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 16 მაისს ახლომდებარე ჯუნგლებში სხვა ზრდასრული ადამიანების ცხედრებიც აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 3 უფროსი და 4 ბავშვი იმყოფებოდა. როდესაც მაშველებმა უფროსები გარდაცვლილები ნახეს, იფიქრეს, რომ ვერც ბავშვები გადარჩებოდნენ. თუმცა, მალევე სასწაული მოხდა.

2-1684489043.jpeg

ბავშვები ცოცხლები იპოვეს. უფროსი გოგონა 13 წლისაა, მისი ძმები - 9 წლის და 4 წლის არიან, უმცროსი გოგონა კი მხოლოდ 11 თვისაა. ისინი ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ჯუნგლებში ცხოვრობდნენ.

"გუავიარაში ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული ოთხი ბავშვი ცოცხალი ვიპოვეთ", - დაწერა კოლუმბიის ლიდერმა გუსტავო პეტრომ სოციალურ ქსელში.

1-1684489056.jpeg

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, სამძებრო სამუშაოები, თითქმის, 17 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ, თავად პრეზიდენტმა და მედიამ დაწერეს, რომ ბავშვები ცოცხლები არიან.

ავიაკატასტროფის შედეგად ბავშვების დედაც დაიღუპა. არასრულწლოვნები კი ძაღლების დახმარებით იპოვეს. მათ თვითმფრინავიდან მოშორებით ბავშვის საკვები და ნივთები აღმოაჩინეს.

4-1684489067.jpeg

16 დღის განმავლობაში ბავშვებზე უფროსი და ზრუნავდა. მან წვიმისგან თავდასაცავად პატარა ქოხიც კი გააკეთა და კონსტრუქცია თმის სამაგრებით შეკრა.

ამ დროისთვის ოთხივე ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.