ბარბარე მახათაძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს - ის "რანინას" ვარსკვლავია და ბევრი საოცარი შესრულება გვახსოვს მისგან. ახლა კი ბარბარე ესპანურ "ვოისში" ცდის ძალებს და საკმაოდ წარმატებითაც.
მის გამოსვლაზე აღტაცებული ჟიურის წევრები არა მხოლოდ შემოტრიალდნენ, არამედ ფეხზეც წამოდგნენ და ბევრი საქებარი სიტყვაც არ დაიშურეს. წარმატებებს ვუსურვებთ ბარბარეს ამ კონკურსში.