"ვაკის პარკში ამ კარუსელს ტრიალისას ნაწილი მოძვრა" - პაკის პარკში ატრაქციონის კაბინა ჩამოვარდა - მშობლები

"ვაკის პარკში ამ კარუსელს ტრიალისას ნაწილი მოძვრა" - პაკის პარკში ატრაქციონის კაბინა ჩამოვარდა

2023-05-21 13:29:24+04:00

ვაკის პარკში ერთ-ერთ ატრაქციონს, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, სამგზავრო კალათა მოძვრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატა სისვაძე წერს:

"ვაკის პარკში, ამ კარუსელს ნაწილი მოძვრა! ბავშვები ქანაობდნენ, უცებ საშინელი ხმა გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი რგოლი ტრიალისას მოწყდა. საბედნიეროდ, ცარიელი რგოლი ჩამოვარდა და არა ის, რომელშიც ბავშვები ისხდნენ. ის, რომ არავინ დაშავდა, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებაა და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია რამე მექანიზმი, რომ გასართობი სივრცეების უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდეს!

P.S. ვაკის პარკის განახლებისას, სამწუხაროდ ატრაქციონების ნაწილი ისევ ძველი დარჩა. კი პარკს ძალიან კარგად უვლიან, მებაღეები სულ აქ არიან და შრომობენ, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი როგორც ჩანს ისევ მისახედია", - წერს ნატა სისვაძე.

348245113-825553562499414-6230852002385992158-n-1684662108.jpg

პოსტის რამდენიმე კომენტარი:

  • "ფასები ხომ აქვთ ჯადოსნური! რატომღაც ყველას ავიწყდება რომ მხოლოდ მოგებაზე კი არა, ცვეთაზეც უნდა იფიქრონ და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაიცვან, მით უმეტეს, როცა ბავშვს ეხება ეს!"
  • "და ამ კარუსელებზე ფასები როგორია ? ერთ მოკლე ატრაქციონზე ბავშვი 6 ლარი"
  • "2 ლარიდან 6 ლარზე ახვიდე თვალსა და ხელშუა, თან არც მის გამართულობაზე ზრუნავდე. ისე მაინტერესებს, ვის ეხება შუმბალენდის ტერიტორია. 12 ლარი ღირს 3 წრე ერთ-ერთ ატრაქციონზე, რელსებზე რომ მუხლუხივით დადის... ეს არის დანაშაული! მიზეზი ალბათ ის არის, რომ რუსები ბევრნი დადიან ბავშვებით და ისინი იხდიან, ამ ქვეყნის მცხოვრებნი სათვალავში აღარ ვართ, ეტყობა ნუ, ბავშვები რომ არასდროს არავის აღელვებდა, ეს დიდი ხანია ვიცით" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

წყარო