"ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ე­მა­ტა და ფრე­ნი­სას ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და... პიტერი დიანას თვალი იყო, მისი მხედველობა, გესმით?" - რას ამბობენ დიანა ღურწკაიას ქმრის გარდაცვალებაზე - მშობლები

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ე­მა­ტა და ფრე­ნი­სას ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და... პიტერი დიანას თვალი იყო, მისი მხედველობა, გესმით?" - რას ამბობენ დიანა ღურწკაიას ქმრის გარდაცვალებაზე

2023-05-22 08:06:25+04:00

რუსული შოუბიზნესი აქტიურად განიხილავს მომღერალ დიანა ღურწკაიას მეუღლის, პიოტრ კუჩერენკოს უეცარ გარდაცვალებას. კუჩერენკო გუშინ კუბიდან მომავალ თვითმფრინავში დაიღუპა. რუსმა შოუმენმა გოგენ სოლნცევმა, რომელიც ღურწკაიას ოჯახის დიდი ხნის მეგობარია, მედიასთან ტრაგედიის დეტალების საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა.

ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პიოტრს ცუდი წინათგრძნობა არ ჰქონია. მეტიც, ის სიკვდილზე საერთოდ არ ფიქრობდა და ამ თემაზე არც კი ხუმრობდა. გოგენის თქმით, ის სავსე იყო მომავლის გეგმებით და ოცნებობდა მეორე შვილზე და თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობდა.სოლნცევის თქმით, სამედიცინო დახმარების გაწევა ფრენის პირობებში რთულია.

"ვფიქრობ, პიტერის შემთხვევაში კლიმატურმა მახასიათებლებმა საბედისწერო როლი ითამაშა. ეს შეიძლება იყოს წვრილმანებიც კი. მაგალითად, არ სვამდა საკმარის წყალს, არ იხურავდა ქუდს მცხუნვარე მზეზე... შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ფრენისას ასეთი ტრაგედია მოხდა“, - თუმცა აქვე დასძინა, რომ უმჯობესია ოფიციალურ ვერსიას დაელოდონ.

განაგრძეთ კითხვა