მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია, აივი-ნიკოლის შემდეგ, კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილი ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს და იქვე იმშობიარა ნანუკამ და პატარა ავა მოავლინა. ახლახან დადო ფოტო მშობიარობიდან მე-9 დღეს გადაღებული და შესანიშნავ ფორმაშია.
ამბობს, რომ მეორე ორსულობაზე უფრო დიდი მუცელი ჰქონდა, თუმცა ფიქრობს, რომ რაც მეტად გადის ორგანიზმი ორსულობას, მით მალე დგება ფორმაში და ძუძუთი კვებაც ხელს უწყობს მუცლის დაპატარავებას.
ამას გარდა, ნანუკამ ინსტაგრამზე გამომწერებს კიდევ ბევრ შეკითხვაზე გასცა პასუხი.