"თუ ანალიზში ეს 3 ბაქტერია აღმოჩნდა, ბავშვს მომავალში სიმსუქნე ემუქრება" - ნაწლავის მიკლოფლორა მადასა და ცხიმის შეთვისებაზე მოქმედებს - მშობლები

"თუ ანალიზში ეს 3 ბაქტერია აღმოჩნდა, ბავშვს მომავალში სიმსუქნე ემუქრება" - ნაწლავის მიკლოფლორა მადასა და ცხიმის შეთვისებაზე მოქმედებს

2023-05-24 09:16:55+04:00

მედიცინა გამუდმებით წინ მიიწევს. მეცნიერებმა ჭარბი წონის გამომწვევი ბაქტერიები აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ბავშვობაშივე შეგვიძლია გავიგოთ, აქვს თუ არა ადამიანს მომავალში გასუქების რისკი.

პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, გაელ ტუბონის ხელმძღვანელობით, 512 ჩვილის მონაცემები შეისწავლეს და ნაწლავის მიკრობიოტასა და სიმსუქნეს შორის კავშირი აღმოაჩინეს. უკვე 5 წლის ასაკში, ნაწლავის მიკროფლორას ანალიზის მიხედვით, შესაძლებელია საკმაოდ ზუსტად გამოვთვალოთ, ექნება თუ არა ბავშვს ჭარბი წონა.

მეცნიერები ექსპერიმენტში მონაწილე ორიდან ხუთ წლამდე ბავშვების სხეულის მასის ინდექსებს აკვირდებოდნენ. მათ რამდენჯერმე შეისწავლეს განავლის ანალიზი და აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ხუთი წლის ასაკში არსებულ სხეულის მასის ინდექსსა და ნაწლავის ბაქტერიების ორი სახეობის - Firmicutes-სა და Bacteroidetes-ის თანაფარდობას შორის. რაც უფრო მეტია Bacteroidetes სახეობის ბაქტერია, მით უფრო ხშირად ჰქონდათ ბავშვების სხეულის ნორმალური წონა. ამავდროულად, სამი ტიპის ბაქტერიების - Eubacterium hallii, Fusicatenibacter და Eubacterium ventriosum-ის გაზრდილი შემცველობა სიმსუქნის რისკ-ფაქტორად იქცა.

„ნაწლავის ბაქტერიების წონაზე ზემოქმედების მიზეზი არის ის, რომ ისინი არეგულირებენ ჩვენ მიერ მიღებული ცხიმის რაოდენობას. ბავშვები, რომლებსაც აქვთ უფრო Firmicutes-ის და Bacteroidetes-ის მაღალი თანაფარდობა, უფრო მეტ კალორიას ითვისებენ და უფრო მეტად იმატებენ წონაში,"- აცხადებს ტუბონი.

უკვე რამდენიმე წელია, მეცნიერები ამბობენ, რომ ნაწლავის მიკრობიოტა გავლენას ახდენს მადაზე, გარკვეული საკვებისადმი ლტოლვაზე და გარკვეული საკვები ნივთიერებების შეწოვაზე. მაგრამ ახლა სორბონის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ დისბალანსი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სიმსუქნისკენ მიდრეკილება შეიძლება ბავშვობიდან მომდინარეობდეს. ეს ხელს შეუწყობს შემდგომში ბავშვის წონის უკეთ კონტროლს.