"ღამ-ღამობით ჩუმად ვტირი... ჩემი შვილები ისეთ ქაოსს აწყობენ, მგონია, სახლს ტორნადომ გადაუარა" - კიმ კარდაშიანი 4 შვილის აღზრდასა და დედობის სირთულეებზე - მშობლები

"ღამ-ღამობით ჩუმად ვტირი... ჩემი შვილები ისეთ ქაოსს აწყობენ, მგონია, სახლს ტორნადომ გადაუარა" - კიმ კარდაშიანი 4 შვილის აღზრდასა და დედობის სირთულეებზე

2023-05-24 09:30:41+04:00

კიმ კარდაშიანი გულწრფელად აღიარებს, რომ შვილების აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე „რთული“ საქმეა, რაც მას ცხოვრებაში უნახავს. თუმცა აღნიშნავს, რომ ბავშვების ბედნიერება და ჯანმრთელობა ამად ღირს. მრავალშვილიანი დედის თქმით, მისი შვილები სახლში ნამდვილ ქაოსს აწყობენ.

"ზოგჯერ ღამით ძილის წინ ვტირი. თითოეულ ბავშვს თავისი ხასიათი და მოთხოვნილებები აქვს, ზოგჯერ საშინლად ჩხუბობენ. ისეთ ქაოსს ატრიალებენ, ჩემს თავს ვეკითხები, ეს რა ტორნადომ გადაუარა ჩემს სახლს-თქო”- ამბობს კიმ კარდაშიანი.

კიმს ოთხი შვილი ჰყავს - ქალიშვილები ნორთი და ჩიკაგო, რომლებიც 9 და 5 წლის არიან, ასევე ვაჟები სენტი (7 წლის) და ფსალმი (4 წლის). ყველა მათგანი კანი უესტთან ქორწინებაში დაიბადა. სხვათა შორის, კარდაშიანმა აღნიშნა, რომ ქმართან ერთად შვილების აღზრდა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან გამუდმებით უწევდა ბავშვების დაცვა ყველა სკანდალისგან, რომელშიც უესტის სახელი ფიგურირებდა: მას გამუდმებით აკრიტიკებდნენ მიუღებელი ქცევისა და ანტისემიტური კომენტარების გამო.

კიმი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ქაოსი, რომელსაც ბავშვები ქმნიან, მაინც "საუკეთესო" რამაა, რაც აქამდე უნახავს. ”ნათქვამია, დღეები გრძელია და წლები მოკლე - ეს ჭეშმარიტებაა. დედობა ყველაზე მუხლჩაუხრელი სამუშაოა მთელ მსოფლიოში და მისთვის წინასწარ ვერ მოემზადები. ამისთვის არასოდეს იქნები მზად." - ამბობს კიმი.

კიმის თქმით, საკუთარი თავით ამაყია, რადგან აღზრდის სირთულეებს უმკლავდება.

"ხან კარგ პოლიციელს ვთამაშობ, ხან - ცუდ პოლიციელს. ვმუშაობ იმაზე, რომ მტკიცე ვიყო, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის კარგად არ მიდის. თუ ისტერიკაში ჩავვარდი, ღმერთო, ცხოვრება მაშინვე თავდაყირა დადგება", - თქვა კიმმა შვილის ფსალმის ბოლო დაბადების დღის წვეულებაზე.

მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, ვარსკვლავს სჯერა, რომ ბავშვები მშობლებს საკუთარი თავის შეცნობას ასწავლიან: ”არასდროს იქნები მზად, მაგრამ გაერკვევი. ბავშვები შენს თავზე ბევრად მეტს გასწავლიან, ვიდრე თავად იცოდი... მე მყავდა საუკეთესო მამა, მაქვს შესანიშნავი მოგონებები და წარმოუდგენელი გამოცდილება და ეს არის ის, რაც მინდა ჩემი შვილებისთვის... ცხოვრება ყოველთვის სავსე იქნება პრობლემებით და მათ ნახევარსაც კი ვერ გააკონტროლებ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ქმედებები, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხართ”.