7 წლის ნიაკო ნოზაძის ემოციური დუეტი მომღერალ მამასთან ერთად - "უცრემლოდ ვერ ვუყურე..." - მშობლები

7 წლის ნიაკო ნოზაძის ემოციური დუეტი მომღერალ მამასთან ერთად - "უცრემლოდ ვერ ვუყურე..."

2023-05-24 11:24:44+04:00

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ყოფილი წევრი ირაკლი ნოზაძე (მეტსახელად პიკასო), პერიოდულად კვლავ გამოდის ხოლმე სცენაზე. ამჯერად თავის ქალიშვილთან - პატარა მოდელ და ინტერნეტვარსკვლავ ნიაკოსთან ერთად იმღერა დუეტში და დარბაზიდანაც დაიმსახურა აპლოდისმენტები და ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ირაკლი ნოზაძეს მეუღლესთან - ფსიქოლოგ ია დუდაშვილთან ერთად ორი შვილი ჰყავს - ნიაკო და დანიელი. ნიაკოს საზოგადოება სულ პატარაობიდან იცნობს, როგორც ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავს. მის გვერდს უამრავი გამომწერი ჰყავს და ნიაკოს ვიდეოებს სულ პატარა ასაკიდან აქვს ძალიან ბევრი ნახვა. გარდა ამისა, გოგონა მოდელობს კიდეც და სხვადასხვა ბრენდის სამოსს არეკლამებს.

348358093-1467476320666329-5785618994834428970-n-1684913816.jpg

snapinsta-1684913816.app_340842232_1304783563774674_2904525706981757402_n_1080.jpgniako-1-1684913816.jpg