როგორ მოქმედებს ბავშვის დაბადების თარიღი მის ცხოვრებაზე და ხასიათის რა თვისებები აქვთ კონკრეტულ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს - ნუმეროლოგების საინტერესო განმარტება - მშობლები

როგორ მოქმედებს ბავშვის დაბადების თარიღი მის ცხოვრებაზე და ხასიათის რა თვისებები აქვთ კონკრეტულ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს - ნუმეროლოგების საინტერესო განმარტება

2023-05-24 13:00:00+04:00

ნუმეროლოგები თვლიან, რომ დაბადების თარიღი მომავალში ადამიანის ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. დღეს გაგიზიარებთ, მათი შეფასებით, ხასიათის რა თვისებებით გამოირჩევიან კონკრეტულ თარიღებში დაბადებული ადამიანები.

დაბადების თარიღი: 1, 10, 19, 28

აღნიშნულ რიცხვებში დაბადებული ადამიანები პირველობისკენ, ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. ძალიან ძლიერები და დამოუკიდებლები არიან. ისინი სხვადასხვა საკითხს კრეატიულად და განსხვავებულად უყურებენ, ინოვაციური მიდგომები აქვთ და დიდი ენერგიით გამოირჩევიან.

დაბადების თარიღი: 2, 11, 20, 29

ამ დღეებში დაბადებული ადამიანები ჰარმონიისა და წესრიგისკენ ისწრაფვიან. გუნდურად მუშაობა, თანამშრომლობა კარგად გამოსდით. ადამიანები უყვართ, საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ეფექტური კომუნიკაციაც შეუძლიათ. ტაქტიანები არიან და შეუძლიათ, სხვების გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანონ.

დაბადების თარიღი: 3, 12, 21, 30

ეს ადამიანები შემოქმედებითები და კრეატიულები არიან. ენთუზიაზმი და ბავშვური სპონტანურობა არასოდეს ტოვებთ. ძალიან კარგი მეგობრობა შეუძლიათ და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვთ. მათთან ადამიანები არასოდეს იწყენენ. სულ შეუძლიათ, სხვებს ხასიათი გამოუკეთონ და მხარი დაუჭირონ.

1-1684919030..jpg

დაბადების თარიღი: 4, 13, 22, 31

ითვლება, რომ აღნიშნულ რიცხვებში დაბადებული ადამიანები საკმაოდ სტაბილურები და პასუხისგებლიანები არიან. მათთვის უსაფრთხოება და თვითდისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებით პატიოსნები, სანდო, გაწონასწორებული და სამართლიანები არიან და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ იღებენ.

დაბადების თარიღი: 5, 14, 23

ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს მუდმივი ცვლილებები და ახალი, საინტერესო გამოცდილება უყვართ. ისინი თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებენ, ცნობისმოყვარე და პროგრესულები არიან. ზოგჯერ კი იმპულსურობა და ქმედებებში მოუთმენლობა ახასიათებთ.

დაბადების თარიღი: 6, 15, 24

ისინი იდეალისტები არიან და მაღალი ჰუმანური ღირებულებები აქვთ. ამ ადამიანებს კონფლიქტები განსაკუთრებით სძულთ. სხვების მიმართ ლოიალურები არიან. ძალიან უყვართ გამორჩეული ხარისხი და კომფორტი.

55-1684919046.jpg

დაბადების თარიღი: 7, 16, 25

ამ დღეებში ფილოსოფოსები და მოაზროვნეები იბადებიან, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრების აზრი გააცნობიერონ. ფიქრს დიდ დროს უთმობენ, მაგრამ როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ცოტა ყოვნდებიან და უჭირთ. ცნობისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანები არიან, თუმცა უცხოებისათვის საკუთარ შინაგან სამყაროს მალავენ.

დაბადების თარიღი: 8, 17, 26

ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები თავდაჯერებულები, პირველობის მოყვარულები არიან და მათგან ძალიან ბევრი ლიდერი, მმართველი ხდება. ამბიციური და მოტივირებულები არიან და დასახულ მიზნებს აღწევენ. მათთვის მატერიალური სიმდიდრეც მნიშვნელოვანია და როგორც წესი, ამასაც კარგად ახერხებენ.

დაბადების თარიღი: 9, 18, 27

ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისათვის მთავარი მიზანია, სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ. ფართო თვალსაწიერი და შეხედულებები აქვთ და შეუძლიათ, ნებისმიერ ადამიანს გაუგონ. მათ მაღალი სულიერება, არტისტიზმი და განათლება ახასიათებთ.