"მთელი ჩემი საგანძური ჩემს 50 წლის იუბილეზე!" - ალექსანდრე ჯეჯელავა შვილებსა და შვილიშვილთან ერთად - მშობლები

"მთელი ჩემი საგანძური ჩემს 50 წლის იუბილეზე!" - ალექსანდრე ჯეჯელავა შვილებსა და შვილიშვილთან ერთად

2023-05-25 16:40:15+04:00

განათლების ყოფილი მინისტრი, განათლების ექსპერტი ალექსანდრე ჯეჯელავა ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:

"მთელი ჩემი საგანძური ჩემს 50 წლის იუბილეზე!

ყველას გმადლობთ მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის!

სიკეთით გადამეხადოს თქვენი მეგობრობა და გვერდში დგომა!".

ფოტოზე მას გვერდს უმშვენებენ ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან, სიძე, შვილიშვილი, მეუღლე და ტყუპი, რომელიც მეორე ქორწინებაში შეეძინა.