ლანა დელ რეის კვლავ დაესხნენ თავს შეცვლილი გარეგნობის გამო - ცნობილი მომღერლის ახალ იმიჯს თაყვანისმცემლები ვერ ეგუებიან - მშობლები

ლანა დელ რეის კვლავ დაესხნენ თავს შეცვლილი გარეგნობის გამო - ცნობილი მომღერლის ახალ იმიჯს თაყვანისმცემლები ვერ ეგუებიან

2023-05-29 12:18:14+04:00

იმ დროს, როცა ადელმა მკვეთრად დაიკლო წონაში და ამის გამო ვერ იღებს მაყურებელი, ლანა დელ რეის, პირიქით, წონაში მომატების გამო "ერჩიან". მის ახალ ფოტოებს მორიგი აჟიოტაჟი მოჰყვა. პაპარაცებმა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ პლაჟზე დააფიქსირეს. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი 37 წლის მომღერალი კიდევ უფრო მომატებულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. არადა, კარიერა ააწყო პატარა გოგონას იმიჯით, რომელიც 1950-60-იანი წლების სტილის სიმღერებს მღეროდა და მისი იმიჯი აღარ უთავსდება ახლანდელ გარეგნობას.

lana221-1685349630.jpg

ბრაზილიაში ლანა "მიტას" ფესტივალზე გამოსასვლელად ჩავიდა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ჰქონდა სოლოგამოსვლა და მერილინ მონროს სტილში შემოსილი გამოჩნდა მაყურებლის წინაშე.

lana-2-1685349630.jpg

1985 წლის 21 ივნისს ნიუ-იორკში დაბადებული ლანა დელ რეი (ნამდვილი სახელი და გვარი ელიზაბეტ ვულრიჯ გრანტი) ბავშვობიდან მღეროდა. სკოლის გუნდში გამოდიოდა, თუმცა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ უყვარდა. სახლში ატარებდა დიდ დროს, ძველ ჰოლივუდურ ფილმებს უყურებდა და გიტარაზე უკრავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და თავისუფალ დროს ბარებში ჟაზს ასრულებდა. მოგვიანებით მუსიკის გამო მიატოვა სწავლა, მერე კი ფორდემის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი პერიოდი ტრეილერშიც ცხოვრობდა, როგორც ამბობდა, მამამ შეაყვარა ცხოვრების ასეთი წესი.

სასცენო სახელი მენეჯერებმა მოუფიქრეს და ამბობენ, რომ მისი ფსევდონომი უკავშირდებოდა ავტომანქანა Chevrolet Delray-ს. სასცენო საქმიანობა თავისი სახელიზთ და გვარით დაიწყო, ალბომიც გამოუშვა, თუმცა ნაკლებ წარმატებული. თუმცა უკვე 2011 წელს მისმა სიმღერამ Video Games მუსიკალური სამყარო გადაატრიალა და ლანა ახალ ემი უაინჰაუსადაც კი აღიარეს, რომელიც იმ წელს გარდაიცვალა.

lywkb0nrcska1-1685349630.jpg

გოგონა მალე იქცა სუპერვარსკვლავად, გაყიდვადი ალბომებით, ჯილდოებით და ყველაფერ იმით, რაც სდევს ვარსკვლავურ ცხოვრებას.

ep780thumb-1685349629.png

პოპულარობასთან ერთად, მისი პირადი ცხოვრებაც საინტერესო გახდა საზოგადოებისთვის. ერთი პერიოდი, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა თავად ამბობს, რომ ქველმოქმედებაში ჩართვამ უშველა. ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრებზე დადიოდა და უსახლკარო ბავშვებს ეხმარებოდა. ამბობს, რომ ალკოჰოლთან პრობლემები აღარ აქვს.

61m4093v6wl-1685349629._AC_SL1001_.jpg

მამაკაცები მის ცხოვრებაში ოფიციალურად 20 წლიდან ჩანან - სწორედ ამ ასაკში ხვდებოდა როკერ სტივ მერტინესს, რომელიც საწყის ეტაპზე კარიერაშიც ეხმარებოდა. შემდეგ ხვდებოდა მუსიკოს ბარი ჯეიმს ო'ნილს.

1308781-gf-1685349629.jpg

შემდეგ იყო ფოტოგრაფი ფრანჩესკო კაროზინი, მსახიობი ჯეიმს ფრანჯო, რეპერი G-Eazy, მუსიკოსი ჯეკ ანტონოფი... ახლა კი ცნობილია, რომ მუსიკოს ევან ვინიკერს ხვდება და მას ცოლადაც მიჰყვება.

fsa-ffuacaecvew-1685350739.jpg

წონასთან პრობლემები 2018 წლიდან დაეწყო და მას მერე, სულ უფრო მეტად იმატებს. ამბობს, რომ ამაზე არ ღელავს და არც კრიტიკას აქცევს ყურადღებას. თუმცა ფაქტია, რომ თაყვანისმცემლები ვერ ეგუებიან მის ახალ ფორმებს და ხშირად თავს ესხმიან აშკარა კრიტიკით და უარყოფითი კომენტარებით.

lana-del-rey-variety-hitmakers-1685349630.jpglana-del-rey-2023-billboard-women-in-music-wim-show-billboard-1548-1685349629.jpg

როგორ დაამარცხა დეპრესია განქორწინების შემდეგ და ზედმეტი კილოგრამები - ადელის ნამდვილი ცხოვრება და დაუსრულებელი კომპლექსები