სად შეგიძლიათ 1-ელ ივნისს ბავშვები წაიყვანოთ და უფასო პროგრამებით ისარგებლოთ - ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება - მშობლები

სად შეგიძლიათ 1-ელ ივნისს ბავშვები წაიყვანოთ და უფასო პროგრამებით ისარგებლოთ - ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება

2023-05-30 12:17:25+04:00

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის პარკში საბავშვო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, ხოლო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

დღის პროგრამა (16:00-20:00)

  • საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ბროშების დამზადების სადგური.
  • მეზღაპრის კუთხე, თითების თეატრის წარმოდგენები.VR სივრცე - გასართობი და შემეცნებითი თამაშებით, საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ.
  • ფოტოზონა-გიფერი; დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა. ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები;
  • 10 მდე საბავშვო-გასართობი სადგური; მინი გოლფი

6:30-7:15

თოჯინების სპექტაკლი "კონკია", რომელიც აგებულია როსინის ოპერის მიხედვით.

20:00

სალიოს კონცერტი.

დასწრება თავისუფალია!

1-ელი ივნისისთვის გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისის ზოოპარკშიც. შესაბამისი ინფორმაცია მათ თავად გამოაქვეყნეს:

  • 12:00-დან 18:00 საათამდე ცხოველთა გარემოს გამდიდრების საინტერესო აქტივობებს დაესწრებით.
  • 14:00-დან 18:00 საათამდე პატარებს კოსტიუმირებული გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ჟონგლიორები გაართობენ.
  • 18:00 საათზე "ექსპერიმენტორიუმის" სახალისო-შემეცნებით პროგრამას შემოგთავაზებთ.

დამატებითი დეტალები:

12:00-დან 18:00 საათამდე: აქტივობები ცხოველებთან

  • 12:00 - ყუთებში დამალული საკვების შეტანა ჰამადრილებთან;
  • 13:00 - 13:15 - ლემურების გამოკვება ხილ-ბოსტნეულით;
  • 13:00 - 13:45 - აქლემის გამოკვება ტოტებით;
  • 13:00 - 13:45 - ალპაკების გამოკვება ხილ-ბოსტნეულით;
  • 14:30 - სპილოებთან საკვების მიმოფანტვა და "ენრიჩმენტის ხე";
  • 15:00 - მანგუსტების გამოკვება თოკზე დაკიდებული ხორცით;
  • 15:30 - ლეოპარდების გამოკვება;
  • 16:00 - 16:30 - ტაპირის დავარცხნა-მოღუტუნება;
  • 17:00 18:00 - გველებისა და ხვლიკების მოფერება.

14:00-დან 18:00 საათამდე: გასართობი პროგრამა

  • კოსტიუმებში გამოწყობილი გმირები;
  • ანიმატორების გასართობი პროგრამა: კონკურსები და თამაშები;
  • ილუზიონისტის შოუ;
  • ჟონგლიორების შოუ.

18:00 საათი: "ექსპერიმენტორიუმის" შოუ

  • აზოტის დიდი აფეთქება;
  • აზოტით ბუშტების გაბერვა და გახეთქვა;
  • აზოტიანი ბურბუშელების მომზადება;
  • ყვავილების გაყინვა;
  • სპილოს ხორთუმი;
  • ეგვიპტური ღამე;
  • ცეცხლის წარმოქმნა;
  • ქიმიური შუქნიშანი

გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი მთაწმინდის პარკშიც.

ასევე, პირველ ივნისს ისთ ფოინთში სამეცნიერო ფანტასტიკის დღე იმართება და ბავშვებისთვის ჯადოსნური სანახაობა, შემეცნებითი გასართობები და საჩუქრებია გათვალისწინებული. დასწრება თავისუფალია. პროგრამები კი 15 საათიდან დაიწყება და 21 საათამდე გაგრძელდება.

თამარ იაკობაშვილი