"ექიმს სახე შეეცვალა, ბავშვი რომ დაიბადება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, მითხრა..." - ეკატერინე ტოგონიძის ემოციური მოგონება - მშობლები

"ექიმს სახე შეეცვალა, ბავშვი რომ დაიბადება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, მითხრა..." - ეკატერინე ტოგონიძის ემოციური მოგონება

2023-05-31 19:08:05+04:00

მწერალმა ეკატერინე ტოგონიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას ორსულობის ბოლო თვე გაიხსენა, როცა უთხრეს, რომ მის შვილს ჭიპლარი ორჯერ ჰქონდა შემოხვეული, იყო საფრთხეები და ექიმმა უთხრა, რომ მისი შვილი დაბადებისას ვერ იტირებდა...

„მაშინ არ იყო პოპულარუსლი ის თეორია, რომ ნაყოფს მუცელში უნდა ელაპარაკო. 17 წლის წინ ხდებოდა ეს ამბავი... მე დაველაპარაკე ჩემს შვილს გარედან, არა ფიქრით და ჩურჩულით, არამედ ხმამაღლა. ყოველდღე ვთხოვდი, გამოეხსნა თავი... აღმოჩნდა, რომ მომისმინა - სანამ დავინახავდი, მისი ხმა გავიგონე. ეს ამბავი რთულ მომენტში მახსენდება. როცა რაღაც უჭირს, დაბნეული ან დილემის წინაშეა, მჯერა, რომ თუ დაუბადებელმა მომისმინა და ის გააკეთა, რაც მისთვის უკეთესი იყო, მომავალში მით უმეტეს, მოიკრებს ამის ძალას“, - ამბობს ეკატერინე ტოგონიძე, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს - თამარ (თუთა) სამყურაშვილი. მისი მეუღლე, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი რამდენიმე წლის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.