რუსთავი 29 წლის გახდა! 11 წლის ერეკლე კანდელაკი არხის ერთ-ერთი წამყვანია. რუსთავი 2-ზე, "შუადღის" ეთერში საკუთარი რუბრიკა "ახალი თაობის ხმა" მიჰყავს და ცნობილ უფროსებსა და ბავშვებს საინტერესო კუთხით წარმოგვიჩენს, უფრო ახლოს აცნობს მათ მაყურებელს და მათი წარმატების საიდუმლოსაც გვიზიარებს. სახალისო კითხვები, რესპონდენტებთან უშუალო დამოკიდებულება რუბრიკას ძალიან პოპულარულს ხდის. ერეკლე ამბობს, რომ დროთა განმავლობაში უფრო თავდაჯერებული გახდა და ბევრი რამ ისწავლა. ტელევიზიის სპეციფიკას კი ბავშვობიდან ეცნობოდა, რადგან მისი მშობლებიც ამ სფეროში საქმიანობენ.
ერეკლე გვიყვება, როგორია წამყვანის ამპლუა, რა მოსწონს ყველაზე მეტად და როგორ ახერხებს, სკოლისა და სამსახურის შეთავსებას:
- ტელევიზიაში პატარა ასაკიდანვე მოვხვდი, რადგან დედაც და მამაც იქ მუშაობდნენ. 6-7 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ტელევიზია მეც მომწონდა. ჩემი ჰობი უფრო გადაღებაა. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ამის კეთება არასდროს მეზარება... ძალიან სასიამოვნოა, კამერასთან დგომა სულ მიყვარდა, ამიტომ, რთული არ არის. დროთა განმავლობაში, უფრო მეტად გახსნილი გავხდი და მომწონს, რასაც ვაკეთებ.
- ყველანაირად ვცდილობ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შევათავსო. მაგალითად, თუ გადაღება 4 საათზე მექნება, ვცდილობ, რომ სკოლიდან 4 საათამდე სახლში მივიდე, ცოტა დავისვენო, სასკოლო საგნებს გადავხედო და მერე წავიდე გადაღებაზე.
- პირველ რიგში, ეს საქმე ჩემთვის სასიამოვნო დაღლას ნიშნავს. თან ვერთობი, ვხალისობ და თან საქმეს ვაკეთებ.
- ფიზკულტურა და ქართული ძალიან მიყვარს. კალათბურთზე დავდივარ და ეს საქმეც ძალიან მომწონს.
- ძალიან ბევრი ვეცადე, რომ ეს საქმე გამომსვლოდა. ამ დროის განმავლობაში, ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილება მივიღე. შეიძლება, რთული იყოს, მაგრამ არ უნდა დანებდეთ.