რა ასაკიდან შევიტანოთ ბავშვის რაციონში ზეთი და როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი, უსაფრთხო პროდუქტი - მშობლები

რა ასაკიდან შევიტანოთ ბავშვის რაციონში ზეთი და როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი, უსაფრთხო პროდუქტი

2023-06-01 12:09:26+04:00

კულინარიაში ცოტა კერძია, რომელიც ზეთის გარეშე მზადდება, თუნდაც ბავშვთა კვებაში. ზეთთან ერთად, კერძები უფრო ნოყიერი, გემრიელი და ლამაზია!

როდიდან შეიძლება მცენარეული ზეთის შეტანა ბავშვის რაციონში?

ბავშვთა კვებაში მცენარეული ზეთის შეტანის დრო დამოკიდებულია ბავაშვის კვების რეჟიმზე. როდესაც თქვენი პატარასთვის სხვადასხვა პროდუქტის მიცემას დაიწყებთ, სწორედ მაშინ უნდა შეიტანოთ ზეთიც მის კვებაში. ეს, როგორც წესი, 6-7 თვის ასაკიდან იწყება ხოლმე. მცენარეული ზეთი შეგიძლიათ დაამატოთ მარცვლეულს, პიურეებს, სუპებს ან სხვა ნებისმიერ კერძს, რომელსაც პატარას შესთავაზებთ.

თავდაპირველად, საკვებ პორციას ემატება 1 გ. მცენარეული ზეთი. შემდეგ მისი რაოდენობა თანდათან, ყოველთვიურად იზრდება. 1 წლის ასაკისთვის ზეთის ნორმა დაახლოებით 3-5 გრამია.

მცენარეული ზეთი დამატებითი კვების დროს სასარგებლოა, რადგან:

  • შეიცავს ორგანიზმისთვის ძვირფას ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუმჯობესებს ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ინტელექტის განვითარებას;
  • ზეითუნის ზეთი ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან;
  • შეიცავს ცხიმის დამშლელ ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას და იცავენ გარე ფაქტორების უარყოფითი გავლენისგან;
  • დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას;
  • დადებითად მოქმედებს ბავშვის კანზე, ფჩხილისა და თმის ხარისხზე.
  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა აქტივობას;
  • აუმჯობესებს მხედველობას;
  • ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას;
  • აუმჯობესებს მოძრაობების კოორდინაციას.

რომელი ზეთია ჯანსაღი და უსაფრთხო ბავშვის რაციონისთვის?

350135829-256530846924609-1237425851122834591-n-1685607121.jpg

ალბათ, ყველა დედას აინტერესებს, რა სახის მცენარეული ზეთი შეიძლება მისცეს ბავშვს დამატებითი კვებისთვის: რაფინირებული თუ არარაფინირებული?

ყველაზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები გვხვდება არარაფინირებულ, პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში. არარაფინირებულ ზეთს აქვს წარწერს Extra Virgin. ის შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის სწორი განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.

ერთ-ერთი აპრობირებული, უსაფრთხო და ჯანსაღი ზეთი, რომელიც ქართულ ბაზარზეცაა ხელმისაწვდომი, არის იტალიური ბრენდი Basso, რომელიც კომპანია Basso Fedel & Figli Srl -ს ეკუთვნის. კომპანია უმაღლესი ხარისხის საკვებ ზეთებს 1904 წლიდან აწარმოებს, ამარაგებს 70-ზე მეტ ქვეყანას, აქვს 7 საწარმოო ხაზი და უმაღლესი ხარისხის და მენეჯმენტის სერთიფიკატები: HACCP, ISO, BRC, IFS, EMAS, Kosher, Halal, და სხვა.

ბრენდის ქვეშ იწარმოება 20-ზე მეტი სახეობის ზეთი, მათ შორის: Extra Virgin-ს, Pomace Oil -ს, Pure Olive Oil-ს, მზესუმზირის, სიმინდის, ბრინჯის და სხვა მარცვლეულის ზეთები. პროდუქტის დასამზადებლად უახლესი ტექნოლოგია გამოიყენება. Basso 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.

შეიძლება ბავშვისთვის სხვადასხვა მცენარეული ზეთების მიცემა, თუ ჯობს ერთ სახეობა მივცეთ?

350335879-263415519563485-2986655494099806550-n-1685607188.jpg

ორგანიზმის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებით გასამდიდრებლად რეკომენდებულია ბავშვის რაციონში ზეთების მონაცვლეობა. ზეითუნის ზეთის გარდა, 1 წლამდე ბავშვების რაციონში მზესუმზირის, რაფსისა და სიმინდის ზეთიც გამოდგება. 1 წლის შემდეგ შეგიძლიათ ბავშვის კვებას დაუმატოთ სელის, ქოქოსის, სოიოს და სეზამის ზეთები.

ზოგადად, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზეთის თერმული დამუშავებისას ზეთში იშლება ვიტამინი E და წარმოიქმნება კანცეროგენები. ამიტომ, გაცხელებულ ფორმაში მცენარეულ ზეთს არ აძლევენ ბავშვს.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ ზეთი

იაფფასიანი ზეთები ხშირად დაბალი ხარისხისაა. ამიტომ პროდუქტს დაბალი ფასით ნუ შეარჩევთ. ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია. უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები და შეფუთვის მთლიანობა.

ზეთის ბოთლი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას 15-22 C ტემპერატურაზე. ზოგადად, ზეთის მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული.

როგორ შევიტანოთ სწორად ზეთი დამატებით საკვებში

ზეთი მზა, ოდნავ გაციებულ კერძს უნდა დაემატოს, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნდეს. ზეთი დაუმატეთ ბოსტნეულის და ხორცის კერძებს.

გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ აუცილებელია დოზირების დაცვა.