"რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან... ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას" - იუმორისტის უცნობი ცხოვრება: იძულებითი ქორწინება რუს ქალთან და დანგრეული ოჯახი - მშობლები

"რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან... ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას" - იუმორისტის უცნობი ცხოვრება: იძულებითი ქორწინება რუს ქალთან და დანგრეული ოჯახი

2023-06-01 12:28:19+04:00

იუმორისტ ბიძინა მახარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მსახიობი წლების მანძილზე „იუმორინას“ კონცერტებზე გამოდის. თამაშობდა სერიალებშიც. წლების წინ იუმორისტი დაოჯახებული გახლდათ, მისი მეუღლე ეროვნებით რუსი იყო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მოგვიანებით რუსეთი დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა. ქართველ მეუღლესთან შვილი აღარ შესძენია. ამბობს, რომ თავის ვაჟებთან დღეს ურთიერთობა აღარ აქვს, რადგან მამასთან ურთიერთობას დედა უკრძალავთ. ქალი ვერ პატიობს, რომ სამშობლოში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა.

ამჯერად მსახიობმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა. კითხვაზე, თვლიდა თუ არა შეცდომად პირველ ქორწინებას, დადებითად უპასუხა.

ბიძინა მახარაძე:

- ამ თემაზე დისერტაცია შემიძლია დავიცვა. ოსტროვსკის პიესები რომ მენახა, ამ ქალს მე ცოლად არ მოვიყვანდი, რადგან იქ კარგად აქვს დახატული, რუსი ქალი რა არის. მყავდა რუსი ცოლი, დიდი შინაგანი თავისუფლებით, ორი დიდი კულტურა შეეჯახა ერთმანეთს. საერთოდ, საქართველოში რუსი ცოლის მოყვანა სხვა არის, მე რუსეთში მოვიყვანე, სხვის მოედანზე. ეს შეცდომა დედაჩემმა დამაშვებინა, მითხრა, შენ მსახიობი ხარ, ცოლის მომყვანი აღარ ხარო, თან საერთო შვილი უკვე გვყავდა. მომკიდა დედაჩემმა ქეჩოში ხელი და ხელი მომაწერინა.

არც მე მიყვარდა და არც მას, იმას გათვლა ჰქონდა ქართველზე. ქართველია, ფული ექნება. ჩემი საშუალებით ბინა გაიკეთა მოსკოვში. 1994 წელი იყო, დაინგრა ყველაფერი, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. „გეპეი“ დავამთავრე, პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი ვარ. ასეთი დაწესებულება იყო, „მოსენერგო“, სადაც მონტიორად მოვეწყე, იმისთვის, რომ ბინა მიმეღო. შვიდი წელი ვიმუშავე მონტიორად და სამოთახიანი ბინა მივიღე. იქ ისეთი რაღაცები გადამხდა, არ მინდა მოყოლა. გაინტერესებთ თუ მიღალატა? - არა, უბრალოდ, რუსი იყო. სხვის მოედანზე არ ღირს რუსის მოყვანა, იქ რომ მოიყვან და აქ ჩამოიყვან, მაშინ სხვა თემაა. იქ დაქალები ძალიან დიდ გავლენას ახდენდნენ. განაგრძეთ კითხვა