ვინ არის 29 წლის ქუვეითელი პრინცესა, რომელიც 83 წლის ალ პაჩინოს შვილს უჩენს? - მშობლები

ვინ არის 29 წლის ქუვეითელი პრინცესა, რომელიც 83 წლის ალ პაჩინოს შვილს უჩენს?

2023-06-01 13:18:19+04:00

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ 79 წლის რობერტ დე ნირო კიდევ ერთხელ გახდა მამა, არავის ეგონა, ამ რეკორდს თუ მოხსნიდა ვინმე. თუმცა მისმა კოლეგამ მოახერხა და ალ პაჩინო 83 წლის ასაკში ელოდება მისთვის მეოთხე შვილს, მისი რჩეულისთვის კი ეს პირველი შვილი იქნება.

alld-2-1685612192.jpg

29 წლის ქუვეითელი ნურ ალფალაჰი ორსულობის მერვე თვეშია. არც ის არის ალ პაჩინოს ოფიციალური ცოლი, როგორც სხვა ქალბატონები, რომელთაც მსახიობს შვილები გაუჩინეს და საერთოდაც, ალს ჯერ ოფიციალურად არ უქორწინია. თუმცა ეს საკითხი, როგორც ჩანს, ქალებს არ აღელვებთ.

170731685543339-1685612191.jpeg
მიკ ჯაგერის კომპანიაში

მსოფლიო დაინტერესდა, ვინ არის 29 წლის ქალი და გაისმა კრიტიკა მისი მისამართით, რომ ის ფულისა და ქონების მადევარია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ნური თავადაც საკმაოდ მდიდარია და გარდა ამისა, ამ ასაკში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან რომანის გაჩაღებაც მოასწრო. მის გახმაურებულ რომანებს შორის ცნობილია მისი ურთიერტობები მაიკლ ჯეკსონის ვაჟ პრინცთან, ასევე - მიკ ჯაგერთან, რომელიც მაშინ 74 წლის იყო, შემდეგ იყო ნორვეგიელი მილიარდერი ნიკოლას ბერგრიუენი, რომელიც მაშინ 61 წლის გალხდათ და 2019 წელს 89 წლის კლინტ ისტვუდთან მის რომანზეც საუბრობდნენ.

44611181685521168-1685612192.jpeg
კლინტ ისტვუდთან

2022 წლიდან დაიწყო ალ პაჩინოსთან შეხვედრები. როგორც ჩანს, ნურს ძირითადად ასაკოვანი მამაკაცები იზიდავს, თუმცა ანგარებაში მაინც ვერ დაადანაშაულებენ, რადგან საკმაოდ უზრუნველყოფილი მშობლები ჰყავს და არც ისე ცუდი კარიერა. მამამისი ქუვეითში ერთ-ერთი ფინანსური კომპანიის პრეზიდენტია და ნურის ოჯახის ქონება რამდენიმე მილიარდი დოლარია. გოგონას ამის გამო ქუვეითელ პრინცესასაც კი უწოდებენ.

უყვარს მდიდრული ცხოვრება, გართობა, დასვენება და მეგობრებიც ძირითადად მილიარდერები ჰყავს ან ჰოლივუდის ვარსკვლავები. კოლეჯში კინემატოგრაფს სწავლობდა და საერთოდაც, კინემატოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს, შემდეგ კი კინო და ტელეპროდიუსერობის მაგისტრი გახდა, ასე რომ, კინოს წარმომადგენლებთანაც არ მოხვდა შემთხვევით. რამდენიმე ფილმის პროდიუსერობაც უკვე მოასწრო.

noor-alfallah-comes-from-a-weathy-family-1685612192.png23066731685545099-1685612192.jpeg