"მადლობა სიყვარულისთვის..." - მარიამ სანოგოს ოჯახური დაბადების დღე - მშობლები

"მადლობა სიყვარულისთვის..." - მარიამ სანოგოს ოჯახური დაბადების დღე

2023-06-02 20:47:30+04:00

ტელეწამყვან და მოდელ მარიამ სანოგოს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ოჯახურ წრეში აღნიშნა - მეუღლესთან და შვილთან ერთად.

მარიამს და მის მეუღლეს გიორგი ლაშქარაძეს 3 წლის შვილი ჰყავს, ზუკა, რომელიც მარიამის საკმაოდ აქტიურ ინსტაგრამ გვერდზე პერიოდულად ჩნდება და დიდი მოწონებით სარგებლობს ხოლმე.

snapinsta-1685724670.app_350604222_1426123754855865_5310457328856904910_n_1080.jpg

ცნობისათვის, მარიამი ნახევრად აფრიკელია. მამამისი ლამინ სანოგოა, დედა - თინა დავითაშვილი. "მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

snapinsta-1685724670.app_350797003_659139942752237_1699039572448431334_n_1080.jpgsnapinsta-1685724670.app_350898296_987350825751849_1470263885148665108_n_1080.jpg

mariam-1-1685724716.jpg
მარიამი მეუღლესთან, დედასა და დედამთილთან ერთად