როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის - პასუხი ბაღების სააგენტოდან - მშობლები

როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის - პასუხი ბაღების სააგენტოდან

2023-06-05 11:17:28+04:00

2023-2024 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

ინფორმაცია რეგისტრაციის წესებისა და პირობების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდება და შეგიძლიათ, ოფიციალურ საიტსა და გვერდზე გაეცნოთ.

ჯერჯერობით, კონკრეტული თარიღი, როდის შეძლებენ ბავშვები სხვადასხვა ბაღში დარეგისტრირებას, დაზუსტებული არ არის.

თამარ იაკობაშვილი