"ნამდვილ ნივთებში არ შეგეშალოთ, ტორტებია" - დედობის შემდეგ დაწყებული საქმიანობა - მშობლები

"ნამდვილ ნივთებში არ შეგეშალოთ, ტორტებია" - დედობის შემდეგ დაწყებული საქმიანობა

2023-06-05 12:18:07+04:00

ფოტოებს რომ გადაათვალიერებთ, ნამდვილ ნივთებში არ შეგეშალოთ, ტორტებია და მათზე გენიალურმა კონდიტერმა მარი კიკნაძემ იმუშავა.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ კონდიტერია მისი პროფესია არ არის. რადგან ბავშვობაში მათემატიკა უყვარდა და მის დროს არც დიდი არჩევანი იყო, პროფესიად ეკონომისტობა აირჩია.

კულინარია ბავშვობიდან აინტერესებდა და წლების შემდეგ თავისი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. ტორტებზე შეკვეთებს ჯერ ხაშურში იღებდა, მაგრამ იმდენი შეკვეთა დაუგროვდა თბილისიდან, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხაშურიდან თბილისში გადმოვიდა.

348361472-616723083724108-2286101064163386081-n-1685912168-1685953573.jpg

„გურმანი ვარ, ბავშვობიდანვე მეხერხებოდა კეთება. მახსოვს ერთხელ დედას პურის ცომი ჰქონდა მოზელილი, მაგრამ შეუძლოდ გრძნობდა თავს და გამოცხობას ვერ ახერხებდა. ბნელი 90-იანების პერიოდია. 7 წლის ვიყავი, შეშის ღუმელში მე თვითონ გამოვაცხვე პურები. დედაჩემმა რომ გაიღვიძა და ჩემი პურები ნახა, გაოცდა: ასე პატარამ ასეთი პურები როგორ დააცხვეო.

ამას გარდა, ძალიან მიყვარს ხატვა და ძერწვა, რაც საბოლოოდ კონდიტერიაში ძალიან მეხმარება,“ - ამბობს მარი.

საყვარელი საქმე მალევე აქცია შემოსავლის წყაროდ და როგორც ამბობს, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მესამე კურსის დასასრულს დავქორწინდი, ერთი წლის შემდეგ შვილი შემეძინა. მინდოდა ჩემი შემოსავლის წყარო მქონოდა. თავიდან პროფესიით ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე ნამცხვრები გამომეცხო და მაღაზიაში ჩამებარებინა.

განაგრძეთ კითხვა