ცნობილმა ინგლისელმა ნუტრიციოლოგმა, ნიგმა ტალიბმა კვებისა და კანის დაბერებას შორის არსებულ კავშირს წიგნები მიუძღვნა და ბევრ ადამიანს საჭირო ინფორმაცია გაუზიარა. ექიმის თქმით, დასიებული თვალის უპეები, ფერმკრთალი კანი, სიშავე ყოველთვის ბუნებრივი დაბერების ნიშანი არ არის. ზოგჯერ ეს არასწორი კვების შედეგია.
ნიგმა ტალიბი ამტკიცებს, რომ არსებობს 4 სახის პროდუქტი, რომლებიც სახის კანზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს და კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ესენია:
შაქარს არა მხოლოდ ტკბილეული, არამედ სხვა საკვებიც, როგორებიცაა პური, ბრინჯი, წვენები, იოგურტები და ა.შ. დიდი რაოდენობით შეიცავს. შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს: აკნესა და გამონაყარს, კანის გაფერმკრთალებას, შუბლზე გრძივ ნაოჭებს, თვალების ქვეშ სიშავესა და სისხლჩაქცევებს, კანის გათხელებას, პიგმენტაციის დარღვევას, სახის ოვალის დეფორმაციას.
აქ იგულისხმება როგორც თავად რძე, ასევე იოგურტი, ყველი, ხაჭო, სხვადასხვა სოუსი. ნიგმა ტალიბს მიაჩნია, რომ რძეში შემავალი ლაქტოზა პოპულარული საკვები ალერგენია. მას შეუძლია გამოიწვიოს სახის შეშუპება, გამონაყარი მთელ სახეზე, მუქი წრეები თვალების ქვეშ, ქუთუთოების შეშუპება, ტუჩებთან, ნიკაპის მიდამოში აკნეს განვითარება, სახის სიფერმკრთალე. შესაბამისად, ეს პროდუქტიც ზომიერად უნდა მიიღოთ, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ და არ გადაამეტოთ.
ეს არის ცილა, რომელიც მარცვლეულში, მაგალითად ხორბალში, ჭვავში, ქერში გვხვდება. ამიტომ, ფქვილისაგან დამზადებული პროდუქტები ხშირად შეიცავს გლუტენს. მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში კი, ექიმის თქმით, ჩნდება: წითელი ლაქები ლოყებზე, როზაცეა, შუბლზე გამონაყარი. ვითარდება კანის სიმშრალე და გაუხეშება.
ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება სახის შეშუპება, ფორების გაფართოება, თვალის ქვეშ სიშავე, სახის ფორმის დარღვევა, წარბებს შორისა და თვალის მიდამოში წვრილი ნაოჭების გაჩენა გამოიწვიოს.