მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე აპრილში დაინიშნა. მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა ლაშა მოწონელიძემ, მას ხელი რომში სთხოვა, დაბადების დღეზე და თანხმობაც მიიღო.
ახლა კი, ნიშნობიდან ორი თვის თავზე, რუსკას ქორწინებისწინა ცერემონია ჰქონდა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია. ეს დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, ცეკვითა და გართობით, დღის ბოლოს კი სიურპრიზად საქმრომაც მიაკითხა.