არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა მშობელი, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა რომ საერთაშორისო რესურსებზე წვდომისა და უახლესი და ავთენტური ინფორმაციის მისაღებად უმნიშვნელოვანესია, ცხადზე უცხადესია. თანაც, მომავალში, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად ის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.
მიუხედავად იმისა, რომ ენის შესასწავლად უამრავი რესურსია ხელმისაწვდომი, მისი სრულყოფილად ათვისება ჩვენს რეალობაში მაინც გამოწვევად რჩება.
რეალურად, ბევრი ჩვენგანი ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებას უკვე საკმაოდ ზრდასრულ ასაკში აგრძელებს, რამაც შესაძლოა კარიერული თვალსაზრისით ბევრი შანსი გაგვაშვებინოს ხელიდან. სწრაფად განვითარებად მსოფლიოში კი შესაძლებლობების გაშვების დრო აღარ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე სრულყოფილად იცოდნენ ინგლისური ენა, რომელიც მათ განათლების მიღების, საჭირო ინფორმაციის მოძიების მეტ შესაძლებლობას მიცემს და უამრავი საინტერესო თავგადასავლის ნაწილს გახდის.
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ ინგლისური ენის შემსწავლელმა ცენტრმა “ბექას სკოლამ” შექმნა კურსი, რომელიც მოზარდებს ინგლისური ენის საბაზისო დონეზე დაუფლებაში ეხმარება. ეს კი სამომავლოდ იმის გარანტია გახდება, რომ მოზარდები თვითგანვითარებას მარტივად გააგრძელებენ და ზრდასრულ ასაკში შეძლებენ ინგლისურად უკვე სრულყოფილად იმეტყველონ, წერონ და იკითხონ.
მოზარდებისთვის ენის შესწავლის დროს დისკომფორტი ხშირად სტრესულ გარემოს, ტესტების წერას, შეფასების სისტემას უკავშირდება. ბექას სკოლაში პროგრამის შედგენისას კურსის ავტორებმა სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება და შედეგად მაქსიმალურად სახალისო, შედეგზე ორიენტირებული პროგრამა შექმნეს.
მთავარი, რასაც “ბექას სკოლა” მოსწავლეებს სთავაზობს, სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა და ინგლისურად ალაპარაკებაა, რაშიც უცხოელი მასწავლებლები წამყვან როლს ასრულებენ. უცხოელ მასწავლებლებთან გაკვეთილები უვითარებს მოზარდებს საუბრის უნარებს ძალიან სწრაფად. ზოგადი ინგლისურის კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს - გრამატიკას, ლექსიკას, საუბრის, მოსმენის, წერის და კითხვით უნარებს. მეთოდოლოგია, რასაც ბექას სკოლა იყენებს – სწორედ მოზარდებისთვისაა შექმნილი და მათ საჭიროებებზეა მორგებული.
კურსი 2 ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და მასში 11-13 და 14-16 წლის მოზარდები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ასეთი სახის დაყოფა საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა ასაკის გარდა მოსწავლეების ჯგუფების შედგენა, ინგლისური ენის არსებული ცოდნის დონის მიხედვით მოხდება. ამისთვის, მსურველები ჯერ „ბექას სკოლის“ ონლაინ ტესტს დაწერენ, შემდეგ კი გასაუბრებას გაივლიან სასაუბრო ინგლისურის დონის ზუსტად განსასაზღვრად.
პანდემიაგამოვლილი მოზარდებს უკვე აქვთ დისტანციურად სწავლის გამოცდილება, რასაც სხვადასხვა მიმართულებით დღესაც იყენებენ, თუმცა აღნიშნული სისტემა საკლასო ოთახში სწავლების მეთოდს ვერ ანაცვლებს. სწორედ ამიტომ, „ბექას სკოლაში“ კურსი ფიზიკურ სივრცეში სწავლებით წარიმართება, თბილისის ცენტრალურ ნაწილში – გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში.
თავად კურსი 10 თვე გრძელდება და 120 საათს მოიცავს. მოსწავლეებს კვირაში 2 გაკვეთილი ჩაუტარდებათ და თითოეული 1.5 საათს გრძელდება, რომელიც 10 წუთიან შესვენებასაც მოიცავს მცირე განტვირთვისთვის. ჯგუფი კი მაქსიმუმ 8-9 მოსწავლით იქნება დაკომპლექტებული.
სასწავლო პროგრამა არ იქნება სტანდარტული და მასწავლებლები მოზარდებს ამ პროცესში სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ, როგორიცაა: ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, თამაშები, ქვიზები და ა.შ. ყველა აქტივობა, ცხადია, ინგლისურ ენაზე წარიმართება. დამწყებ მოსწავლეებთან ქართველი მასწავლებელი იმუშავებს, საშუალო და მაღალ დონეებზე კი გაკვეთილებს უცხოელი მასწავლებელი ჩაატარებს. სწავლების პროცესში ისინი მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების სახელმძღვანელოებს და მრავალფეროვან დამატებით, კლასგარეშე მასალას იყენებენ, რაც პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
სწავლის მეთოდიკაში ასევე მნიშვნელოვანია ის კომპონენტიც, რომ მოსწავლეები არ დაიტვირთებიან საშინაო დავალებებით, რადგან სკოლის პროგრამით ისედაც საკმარისად არიან დატვირთულები. ის, რაც მშობლებს და მოზარდეს ერთნაირად აინტერესებთ, შეფასების სქემაა. „ბექას სკოლაში“ მოსწავლეების მიღწევები არა სტრესული ტესტების, არამედ ქვიზების მეშვეობით შეფასდება.
ყველა ჯგუფში იმუშავებს კურატორი, რომელიც მშობლებთან მუდმივად იქნება კავშირზე, კერძოდ, ყოველი თვის ბოლოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მშობლები კურატორისგან მიიღებენ მათი შვილის პროგრესის შეფასებას მასწავლებლის მხრიდან, დასწრების აღრიცხვას და ყოველთვიური ქვიზების შედეგებს. საჭიროების შემთხვევაში, მშობელს ექნება შესაძლებლობა, პირადად დაუკავშირდეს სკოლის წარმომადგენელს და მიიღოს ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის პროცესი მარტივია – მშობელმა ან მოსწავლემ უნდა შეავსოს ონლაინ რეგისტრაციის ფორმა, რის შემდეგაც ბექას სკოლის ადმინისტრატორები დაუკავშირდებიან.
რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ჯგუფები აგვისტოს ბოლოს დაკომპლექტდება, უშუალოდ სწავლება კი 11 სექტემბრიდან იწყება. ასე რომ ჯობს, ზაფხული შვილებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ და ახალი გამოცდილების მისაღებად მოემზადოთ.
R