ახლა პოლიტიკოსი და აქტივისტია და სილამაზის არსებულ სტანდარტებს უგულებელყოფს - როგორ ცხოვრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია ორმონდი - მშობლები

ახლა პოლიტიკოსი და აქტივისტია და სილამაზის არსებულ სტანდარტებს უგულებელყოფს - როგორ ცხოვრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია ორმონდი

2023-06-07 13:41:26+04:00

ჯულია ორმონდს საკმაოდ ბევრი როლი აქვს შესრულებული კარიერაში, თუმცა უმრავლესობას ახსოვს, როგორც რიჩარდ გირის და ბრედ პიტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პარტნიორი სათავგადასავლო ფილმებში.

1-1686131275.jpg

1965 წლის 4 იანვარს დაიბადა ინგლისში. სამსახიუობო კარიერა 1980-იან წლების ბოლოდან დიდ ბრიტანეთში დაიწყო და მალევე წარმატებასაც მიაღწია. 1995 წელს ჟურნალმა People-მა ის მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში შეიყვანა. ჯულიას უმაღლესი განათლებაც ამ სფეროში ჰქონდა მიღებული, ლონდონის დრამატული ხელოვნების აკადემია დაამთავრა, ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალ და ჭკვიან მსახიობად მიიჩნეოდა.

ყველაზე გახმაურებული მისი ფილმებიდან იყო "შემოდგომის ლეგენდები", რომელშიც ბრედ პიტს უწევდა პარტნიორობას და "პირველი რაინდი", რომელშიც მას შონ კონერი და რიჩარდ გირი უწევდნენ პარტნიორობას.

ასევე ცნობილია მისი როლი"ციმბირელ დალაქში". მსახიობი ამერიკელი ქალის, ჯეინის როლს ასრულებდა, რომელმაც იუნკერი ტოლსტოი აცდუნა. მაშინ პრესა წერდა, რომ რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს ჯულიასთან ერთად მუშაობა გაუჭირდა. ახალგაზრდა გოგონა საკუთარ სამშობლოში უკვე წარმატებული იყო, მკაცრი მოთხოვნების მთელი სია ჰქონდა და ზოგჯერ თავხედურადაც იქცეოდა. იმ პერიოდში ორმონდი გარემოსა და ცხოველების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა და აქტივისტი იყო. ამიტომაც, ფილმში ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი სამოსის მორგებაზე უარს აცხადებდა. ნიკიტას ძალიან დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, რომ ქალს ბეწვის ქურთუკი ჩაეცვა.

4-1686131287.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ჯულიას საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა, მთელი მსოფლიო მაინც თაყვანს სცემდა და უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსახიობი პოპულარობით მალევე დაიღალა. რაღაც ეტაპზე კინოს თავი მიანება და საჯარო წვეულებებსაც გაეცალა.

ამის შემდეგ ჯულიამ პროდიუსერობა დაეწყო და რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. ერთ-ერთი მათგანისთვის პრესტიჟული ემის ჯილდოც კი მოიპოვა.

2-1686131299.jpg

გარდა ამისა, ორმონდი სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პოლიტიკაშიც გადაინაცვლა. მისი ძალისხმევის შედეგად, კალიფორნიაში მიიღეს კანონი, რომელიც მსხვილ კომპანიებს ავალდებულებს, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარადგინონ, რაც წარმოებისა და პროდუქტების უსაფრთხოებას დაადასტურებს. ასევე იბრძვის ნარკოტიკების წინააღმდეგ და აქტიურად უჭერს მხარს კომპანიას, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. 2005 წელს გაეროს კეთილი ნების ელჩიც გახდა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1989 წელს გათხოვდა მსახიობ რორი ედვარდსზე, რომელსაც მალე გაეყარა, შემდეგ კი პოლიტიკურ აქტივისტ ჯონ რუბინს გაჰყვა ცოლად და 2004 წელს ქალიშვილიც გააჩინა.

gettyimages-85701105-612x612-1686132259.jpg
ქმარ-შვილთან ერთად

დღესდღეობით ადროდადრო მცირე როლებით სხვადასხვა ფილმშიც ჩნდება, თუმცა, წითელ ხალიჩაზე იშვიათად გადის და მხოლოდ პაპარაცული ფოტოები ვრცელდება. ჯულია სილამაზის არსებულ სტანდარტებს უგულებელყოფს და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც ღირსეულად იღებს.

5-1686131312.jpg

ჯულია უარს აცხადებს პლასტიკურ ქირურგიაზე, დიეტოლოგებთან ვიზიტებსა და გარეგნობის შეცვლაზე და ბედნიერი იმით, რაც აქვს.