"ორი ურთულესი ოპერაცია... 3 საკეისროს შემდეგ ნამდვილად მჭირდებოდა ეს..." - მარიამ შუკაკიძე კლინიკაში მოხვდა - მშობლები

"ორი ურთულესი ოპერაცია... 3 საკეისროს შემდეგ ნამდვილად მჭირდებოდა ეს..." - მარიამ შუკაკიძე კლინიკაში მოხვდა

2023-06-08 09:57:46+04:00

ცნობილმა ბათუმელმა ინფლუენსერმა, სამი შვილის დედამ მარიამ შუკაკიძემ საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა. მისივე თქმით, მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები დასჭირდა სამი საკეისროს შემდეგ და თითქმის 5 საათი ნარკოზის ქვეშ უკეთდებოდა. რთული ოპერაციების მიუხედავად, ვიდეოებსა და ფოტოებზე მხნედ გამოიყურება და ამბობს, რომ ტკივილებსაც უძლებს.

ბუნებრივ კვებაზე არც ერთი არ მყოლია. ასე უფრო ადვილია ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც... რამდენიც არ უნდა წეროთ, ხალხს მაინც ვერ გადააყვარებთ ჩემს თავს... - მარიამ შუკაკიძის პასუხები საკეისროზე, ფორმაში ჩადგომაზე და... უარყოფით გამოხმაურებაზე