პოპულარული თურქული სერიალის, "სხვისი შვილის" მთავარი როლების შემსრულებლები, ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი "პრაიმ შოუში" სხვადასხვა თემებთან ერთად, საუბრობენ იმაზეც თუ რა გავლენას ახდენს მათ შესახებ გავრცელებული ჭორები და როგორ რეაგირებენ ამაზე:
ნანუკა სტამბოლიშვილი:"ასე მარტივად ვერ ვუყურებთ, სამწუხაროდ, მაგრამ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს გულშემატკივრებს და არა მხოლოდ მათ.
ჰალილს მადლობა მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობს, სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს, იცის რომ დაოჯახებული ვარ, ამ თემას ძალიან სიფრთხილით ეკიდება. სამწუხაროდ, არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, როგორც ხდება ხოლმე. ვერ წარმოუდგენიათ, რომ როგორც პარტნიორები ვიყოთ ძალიან ახლო მეგობრები.
ძალიან მაკვირვებს ეს ფაქტი. ისეთი მოულოდნელი იყო, როცა თავიდანვე არასწორი ინფორმაციები გავრცელდა, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ამ თემაზე. განაგრძეთ კითხვა