ნანუკა გულუა მეორე შვილს ელოდება - "ისეთი სავსე ვარ ბედნიერების შეგრძნებით, რომ ჩემს ცხოვრებში არ წყდება საოცარი მოვლენები!" - მშობლები

ნანუკა გულუა მეორე შვილს ელოდება - "ისეთი სავსე ვარ ბედნიერების შეგრძნებით, რომ ჩემს ცხოვრებში არ წყდება საოცარი მოვლენები!"

2023-06-10 00:21:34+04:00

ნანუკა გულუა, რომელიც დოჩის გმირით გაიცნო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", ახლა კი ტელეწამყვანია ტელეიმედზე, ორსულადაა და მეორე შვილის მოლოდინშია. მისი მეუღლე კახაბერ კაშია გახლავთ. წყვილს პატარა, უსაყვარლესი ნინა ჰყავს და ნანუკა ბოლო დროს ხშირად წერდა, რომ უჭირდა ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ. თუმცა ფაქტია, ოჯახს მალე კიდევ ერთი პატარა შეემატება.

ამის შესახებ ნანუკამ სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც დაურთო, სადაც უკვე კარგად ეტყობა მოზრდილი მუცელი.

"ჩემო ძვირფასებო, გარშემო იმდენი კეთილი ადამიანი ხართ, იმდენ სიყვარულს და პოზიტივს იმეტებთ ჩემთვის ყოველდღიურად, ისეთი სავსე ვარ ბედნიერების შეგრძნებით, რომ ჩემს ცხოვრებში არ წყდება საოცარი მოვლენები!

მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თუ კეთილი ხარ და გარშემო ყველას სიხარულს იზიარებ, ყველაფერი გიბრუნდება!

N2", - წერს მსახიობი.

352957754-10226952297224886-584824105083012391-n-1686342553.jpg

თეკლა ჟვანია

როგორც მეუღლეში უნდა გაგიმართლოს, ისე უნდა გაგიმართლოს ძიძაში... ეს არის ბედნიერების გარანტია... - ნანუკა გულუა ძიძაზე, წონის პრობლემებზე და კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე