წიწიბურა ისეთივე მნიშვნელოვანი საკვებია ზომიერ სასრტყელში მცხოვრები ადამიანებისთვის, როგორც ბრინჯი აზიის მოსახლეობისთვის.
ფრანგები წიწიბურას „შავ ხორბალს“ უწოდებენ. გასტრონომიული ენციკლოპედიის ინფორმაციით, მე-19 საუკუნის ბოლომდე ევროპაში წიწიბურა მთავარი საკვები პროდუქტი იყო. არსებობს უამრავი მიზეზი, რომ შევიყვაროთ წიწიბურა და სამუდამოდ დაივიწყოთ ყველა შაქრიანი, რძით დამზადებული ფაფა საბავშვო ბაღიდან.რა არის უნიკალური წიწიბურაში? დაბალკალორიულია, მაგრამ ამავე დროს უამრავ რკინას, მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. წიწიბურის ფქვილში არ არის წებოვანა, ამიტომ წიწიბურას პურისთვის მისსავე ფქვილს ცოტა ხორბლის ფქვილაც ურევენ.
წიწიბურას თითოეული მარცვალი ფორმით მინიატურულ კაკალს წააგავს. მას დამუშავება თითქმის არ სჭირდება - ამიტომ ეს არის მთელი მარცვლეული. დაქუცმაცებულ მდგომარეობაში ან "ფანტელის" სახით დაქუცმაცებული წიწიბურა უბრალო ფაფად იქცევა, რომელშიც სარგებელი თითქმის აღარ არის.მისი გემო დიდწილად მომზადებაზეა დამოკიდბული. ყველაზე ცნიბილია მისი 2/1 თანაფარდობით მომმზადება. ანუ 1,5 ჭიქა მარცვლეულისთვის - 3 ჭიქა წყალი უნდა გამოიყენოთ.
მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. ამავდროულად, მარცვლეული გარეცხეთ გამდინარე წყლით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და პატარა ნაჭერი კარაქი. დაელოდეთ ცხიმის გადნობას და მარცვლეული წყალში ჩაყარეთ. როდესაც ნარევი ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და მოხადეთ ქაფი, ისევე როგორც ბულიონის ხარშვისას. 10 წუთის შემდეგ მასა შესქელებას დაიწყებს. ეს მომენტი არ უნდა გამოგეპაროთ და ამ დროს ცეცხლს მიმნიმალურ დონეზე უნდა დაუწიოთ. კიდევ 5 წუთი, ან შესაძლოა 7.
როცა იგრძნობთ, რომ მთელი წყალი აორთქლდა, დაახურეთ ქვაბს თავსახური. გამორთეთ ღუმელი. დააცადეთ კიდევ 5 წუთი, გადმოიღეთ თეფშებზე და დაამატეთ კვლავ პატარა ნაჭერი კარაქი. კარაქის ნაცვლად, ბოლო მომენტში, შეგიძლიათ ხახვი ან სტაფილო დაამატოთ. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა წიწიბურის ფაფა შემწვარ ღვიძლთან ერთად, რომელსაც ცალკე ტაფაზე ნაჭრებად შეწვავთ. კიდევ ერთი ვარიანტია წიწიბურა მოხარშული კვერცხით და პარმეზანით.