"სულ მეშინოდა, რომ ოჯახიდან გამაგდებდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ მამაჩემი არ იყო ჩარლზი" - პრინცი ჰარის მორიგი სკანდალური განცხადება - მშობლები

"სულ მეშინოდა, რომ ოჯახიდან გამაგდებდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ მამაჩემი არ იყო ჩარლზი" - პრინცი ჰარის მორიგი სკანდალური განცხადება

2023-06-14 10:52:22+04:00

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ბოლო წლებში დაიწყო ლაპარაკი პრობლემებზე, ბავშვობის კომპლექსებზე და იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ბრიტანეთის სამეფო კარზე ცხოვრებას. ბოლო დროს ის ხშირად საუბრობს ამ თემებზე და ამბობს, რომ ყოველთვის ზედმეტად გრძნობდა თავს სამეფო ოჯახში. საკუთარ სახლში ხშირად ტანჯავდა ეჭვები: ნათესავები მას "სათადარიგო ვარიანტად" მიიჩნევდნენ, მთავარი ფავორიტი კი პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის პირველი ვაჟი უილიამი იყო. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჰარი მთელი ახალგაზრდობა ცდილობდა, გაქცეოდა ოჯახის მარწუხებს, დაქორწინების შემდეგ კი ცოლმაც აუბა მხარი და არა მხოლოდ გამოეცალა სასახლეს, დაიწყო სამსახური სულ სხვა ქვეყანაში გადასახლდა და მენტალურ პრობლემებზეც ალაპარაკდა.

2023 წლის დასაწყისში გამოუშვა სკანდალური მემუარები სახელწოდებით "სათადარიგო". ასე გაიგო სამყარომ ოპერაციაზე, რომლის გადატანაც მას მოუწია, ბრიტანული ოჯახის საიდუმლოებზე და ბევრ სხვა რამეზე. ახლა მან მეგან მარკლში იპოვა მხარდამჭერი და ბიძგის მიმცემი, ამიტომ გათამამდა მეტად. თუმცა მასთან დაახლოებული პირები იმასაც ამბობენ, რომ ჰარი ძალიან განიცდის სამშობლოდაბ შორს ყოფნას და კვლავ ცდილობს ოჯახთან დაახლოებას.

20004-15341919571677594886-1686726719.jpeg

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო თავდაუჯერებელი და ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი პრინცისა გამომცემლობა "მირორის" რეპორტიორებთან და სწორედ იქ გამოტყდა, როდის იგრძნო პირველად, რომ ოჯახში მისი ადგილი არ იყო.

7844807291663946252-1686726719.jpeg

ჰარის თქმით, პრესაში გამოქვეყნებული სტატიის გამო, მას 30 წლამდე ეშინოდა, რომ "სამეფო ოჯახიდან გამოაძევებდნენ". მის ბავშვობაში პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ მისი ბიოლოგიური მამა იყო არა ახლა უკვე მეფე კარლ III, არამედ მაიორი ჯეიმს ჰიუიტი. ჰარი ამბობს, რომ ეს ჭორები ცხოვრებას უწამლავდა და ძალიან დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას.

4552970511679474154-1686726719.jpeg

მხოლოდ წლების შემდეგ, ის და მისი მეუღლე გაერკვნენ ამ ჭორების აბსურდულობაში, რადგან პრინცესა დაიანამ ნახსენები მამაკაცი რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო, ჰარის დაბადებიდან.

"იმ დროს კი ნამდვილად არ ვიცოდი, რომ დედაჩემი არ შეხვედრია მაიორ ჰიუიტს ჩემს დაბადებამდე. ეს მხოლოდ 2014 წელს გავიგე", - ამბობს ჰარი.

1021088331686642220-1686726719.jpeg

ჯეიმს ჰიუიტმა და ლედი დიმ ნამდვილად 1986 წელს გაიცნეს ერთმანეთი, ჰეიზელ უესტის წვეულებაზე. მაშინ ჰიუიტი პრინცესას დაეხმარა ცხენების შიშის დაძლევაში და მათ შორის მგზნებარე რომანი გაჩაღდა. პრინცი ჰარი იმ დროს უკვე ორი წლის იყო.

ლედი დის და მაიორის რომანი 5 წელიწადს გაგრძელდა, მერე კი მაიორმა კარიერა ამჯობინა საყვარელ ქალს და ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ სამხედრო მისიით გაემგზავრა.

nintchdbpict000344623401-1686727095.jpg
ლედი დი და მაიორი ჰიუიტი