ივლისიდან თბილისში საზაფხულო ბაღები გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.kids.org.ge. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წელს ივლისის თვეში მუნიციპალური ბაღების 17 ათასამდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დავაზუსტეთ, რომელი ბაღები იფუნქციონირებს ივლისში. ჩამონათვალი ასეთია:
გლდანის რაიონი:
- N48 ბაგა-ბაღი - ჩიქვანიას 38
- N107 ბაგა-ბაღი - გლდანი VI მ/რ
- N153 ბაგა-ბაღი - მუხიანის 4 "ა" მ/რ
- N186 ბაგა-ბაღი -გლდანულა
- N205 ბაგა-ბაღი - გლდანი V მ/რ
- N216 ბაგა-ბაღი - გლდანი IV მ/რ
დიდუბის რაიონი:
- N11 ბაგა-ბაღი - დიღმის მასივი VI კვ
- N15 ბაგა-ბაღი - გაფრინდაულის 6
- N23 ბაგა-ბაღი - დიღმის მასივი IV კვ
- N92 ბაგა-ბაღი - სამტრედიის ქ. 38
ვაკის რაიონი:
- N1 ბაგა-ბაღი - ფალიაშვილის 38 "ა"
- N27 ბაგა-ბაღი - შავიშვილის 5
- N83 ბაგა-ბაღი - ვაჟა-ფშაველას 49
- N133 ბაგა-ბაღი - მიშველაძის 2
- N142 ბაგა-ბაღი - ნუცუბიძის III მ/რ IIკვ
ისნის რაიონი:
- N29 ბაგა-ბაღი - პატარძეულის ქ. 1
- N66 ბაგა-ბაღი - გუთნის 1 ჩიხი 8
- N88 ბაგა-ბაღი - საინგილოს 80ა
- N121 ბაგა-ბაღი - ვაზისუბნის 1მ/რ
- N202 ბაგა-ბაღი - მეტრომშენის დასახლება, ტვიშის 2
- N215 ბაგა-ბაღი - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N7
კრწანისის რაიონი
- N51 ბაგა-ბაღი - გორგასლის ქ.N43
- N206 ბაგა-ბაღი - ზემო ფონიჭალა 3
მთაწმინდის რაიონი:
- N3 ბაგა-ბაღი - გოგებაშვილის 39
- N155 ბაგა- ბაღი თაბუკაშვილის 23
- N162 ბაგა-ბაღი - ოქროყანა, თბილისის ქ. 24
ნაძალადევის რაიონი:
- N9 ბაგა-ბაღი გუდამაყრის 2
- N60 ბაგა-ბაღი - თემქა, XI მ/რ IIკვარტალი
- N79 ბაგა-ბაღი - ლადო ალექსი მესხიშვილის 40
- N80 ბაგა-ბაღი - თემქა III მ/რ
- N143 ბაგა-ბაღი - ხორნაბუჯის 21
საბურთალოს რაიონი
- N199 ბაგა-ბაღი - დიდი დიღომი 4 მ/რ
- N74 ბაგა-ბაღი - პეკინის 23
- N112 ბაგა-ბაღი - ფანასკერტელ-ციციშვილის 14
- N197 ბაგა-ბაღი - დიდი დიღომი I მ/რ გ. ბრწყინვალეს 5
სამგორის რაიონი
- N12 ბაგა-ბაღი - აეროპორტის დასახლება
- N45 ბაგა-ბაღი - ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 8"ა"
- N72 ბაგა-ბაღი - ჭიჭინაძის 25
- N116 ბაგა-ბაღი - საქ.ნავთობის დასახლება
- N128 ბაგა-ბაღი - მოსკოვის გამზირი V კვ
- N181 ბაგა-ბაღი - დვალის ქ.5
- N210 ბაგა-ბაღი - ვარკეთილი III მასივი I კვ საცხენისის ქუჩა
ჩუღურეთის რაიონი
- N5 ბაგა-ბაღი - არ. ჩიქობავას 18
- N34 ბაგა-ბაღი - გრანელის 17
- N69 ბაგა-ბაღი - ჩიტაიას ქ. 6
თამარ იაკობაშვილი