2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს - მშობლები

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს

2023-06-15 11:55:07+04:00

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დეტალური განრიგი ასეთია:

ქართული ენა და ლიტერატურა

  • 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 5 ივლისი (პირველი სესია);
  • 3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

მათემატიკა

  • 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

უცხოური ენა

  • 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;

ბიოლოგია

  • 14 ივლისი (პირველი სესია);

ისტორია

  • 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 18 ივლისი (პირველი სესია);

ზოგადი უნარები (სომხურად)

  • 18 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)

  • 18 ივლისი (მეორე სესია);

გეოგრაფია

  • 19 ივლისი (მეორე სესია);

ქიმია

  • 20 ივლისი (მეორე სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

  • 20 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება

  • 21 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა

  • 25 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა

  • 26 ივლისი (პირველი სესია).

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

  • 12 ივლისი (მეორე სესია);

საერთო სამაგისტრო გამოცდა

  • 27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
  • 28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების განრიგი ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: