"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი... ძაღლის სახლიდან ფეხები გარეთ უჩანდაო" - ახალი დეტალები 11 წლის გოგონას ამბავზე - მშობლები

"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი... ძაღლის სახლიდან ფეხები გარეთ უჩანდაო" - ახალი დეტალები 11 წლის გოგონას ამბავზე

2023-06-17 07:50:56+04:00

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავს საბედნიეროდ, ბედნიერი დასასრული ჰქონდა. გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.

როგორც Ambebi.ge-ს ძებნის სამუშაოებში ჩართული მოქალაქე, რატი გაგნიძე უყვება, გოგონა ძაღლის სახლში იპოვეს, მას ეძინა.

დღის გმირები კი დიდი დიღმის მაცხოვრებელი ბიჭები არიან. სწორედ ფოტოზე აღბეჭდილმა მოქალაქეებმა იპოვეს გოგონა.

ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, რომ გოგონას ძაღლის სახლიდან ფეხები უჩანდა. განაგრძეთ კითხვა