ნაყოფის ჯანმრთელობისთვის ორსულობის მიმდინარეობას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა არსებობს ვირუსები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია ნაყოფს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან, მათი თავიდან აცილება კი შესაძლებელია, თუ დედა ყურადღებით იქნება.
ტოქსოპლაზმოზი ინფექციური პარაზიტული დაავადებაა, რომელიც დაავადებული ცხოველის ფეკალიებით ნიადაგიდან ვრცელდება. ინფიცირება ადვილია - ცუდად გარეცხილი მწვანილით, ხილითა თუ ბოსტნეულით, ან ცხოველის ტუალეტის გასუფთავების შემდეგ ხელების არ დაბანით.
ზრდასრულთა 90% ვერ ინფექციას ვერ გრძნობს და მისი კლინიკური გამოვლინებები, როგორიცაა სისუსტე, დაბალი სიცხე, შეშუპებული ლიმფური კვანძები და თვალის დაზიანება, ძალზე იშვიათია. თუ ქალი ჩასახვამდე დაინფიცირდა, ბავშვს არაფერი ემუქრება - მისი იმუნიტეტი ამას გაუმკლავდება. მაგრამ თუ პირველადი ინფექცია ორსულობის დროს მოხდა, პლაცენტის მეშვეობით ინფექციის გადაცემის რისკი საკმაოდ მაღალია - შემდეგ კი ნაყოფის სიკვდილის საფრთხეც კი არსებობს.
ემბრიონს უვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი, რომლის სიხშირე, სტატისტიკის მიხედვით, 10000 ცოცხალ დაბადებულზე 1-10 შემთხვევაა. უარესია, თუ ინფიცირება ორსულობის დასაწყისშივე მოხდა. შედეგად ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, განვითარების შეფერხება, ნაყოფის ტვინის დაზიანება, გულის პრობლემები, პნევმონია, ქორიორეტინიტი (თვალის დაზიანება), სიყვითლე, გადიდებული ღვიძლი და ელენთა, გამონაყარი და კრუნჩხვები.
ჩვილებში ინფექციით გამოწვეული თანდაყოლილი მძიმე დაზიანებები 3-10% სიხშირით ვლინდება. უმრავლეს შემთხვევებში, ახალშობილები აშკარა სიმპტომების გარეშე იბადებიან, მაგრამ შედეგები შეიძლება თვეების ან წლების შემდეგაც კი გამოვლინდეს. ამიტომ ორსულობამდეც და მისი მიმდინარეობის დროსაც ქალმა ტოქსოპლაზმოზი ანალიზით უნდა გააკონტროლოს და დაიცვას ჰიგიენის წესები.
წითურა მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც გამოწვეულია რნმ ვირუსით. თანდაყოლილი წითურა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით ვლინდება, ასევე მცირე წონით, მხედველობის დაქვეითებით (თანდაყოლილი კატარაქტი, გლაუკომა და რეტინოპათია), სიყრუით, გულის მანკებითა და ღვიძლის დაზიანებით.
10-14 კვირამდე ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის მანკების რისკი 90%-ს აღწევს – ამიტომ ასეთ შემთხვევებში ექიმები აბორტს ნიშნავენ. თუ ინფიცირება 18 კვირის შემდეგ მოხდა, რისკი მცირდება, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პოტენციალი რჩება. ნაყოფის ყველა თანდაყოლილ ანომალიებში წითურას წილი დაახლოებით 10%-ია.
ამიტომ ექიმები გირჩევენ ორსულობამდე ანტისხეულების ტესტის ჩატარებას და აუცილებლობის შემთხვევაში, ვაქცინაციას - ვაქცინაცია იმუნიტეტს 15-20 წლის განმავლობაში მოგანიჭებთ. დაორსულება დასაშვებია ვაქცინაციიდან სამი თვის შემდეგ.