კორსეტით ეძინა და კინაღამ გადაჰყვა მეორე მშობიარობას... - ექიმებმა გაამხილეს მიზეზები, რის გამოც კიმ კარდაშიანს ასე გაურთულდა მშობიარობა - მშობლები

კორსეტით ეძინა და კინაღამ გადაჰყვა მეორე მშობიარობას... - ექიმებმა გაამხილეს მიზეზები, რის გამოც კიმ კარდაშიანს ასე გაურთულდა მშობიარობა

2023-06-22 10:34:29+04:00

კიმ კარდაშიანი ცოტა ხნის წინ გაშორდა ქმარს, კანიეი უესტს, რომელთან თანაცხოვრებისას ორი შვილი თავად გააჩინა, ორიც სუროგატმა დედამ გაუჩინა. კარდაშიანის ვარსკვლავური ცხოვრების, ფუფუნების სიყვარულის, ახირებების, თავისებური სტილის და ოჯახური ამბების შესახებ ბევრია ცნობილი. ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს, რომ სულ ფორმაში იყოს, წონაში არ მოიმატოს, კანი კარგ მდგომარეობაში ჰქონდეს, ასაკი არ დაეტყოს და ა.შ. როგორც ახლა გაირკვა, ხშირად საფრთხის შემცველ რისკებზეც მიდის ამის გამო.

კიმის გარეგნობიდან ყველაზე ცნობილი მისი უკიდურესად ვიწრო წელი და დიდი თეძოებია. ამ ფორმების შესანარჩუნებლად კიმი გამუდმებით ატარებს კორსეტს. ერთი პერიოდი ზედმეტად ვიწრო კორსეტით დადიოდა თურმე და არა მხოლოდ სამოსის ქვეშ ეცვა, ასეც ეძინა. ახლა გაამხილეს მედიკოსებმა, რომ ამ ჩვევას ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნია მისთვის. ორგანოები მეტისმეტად იყო "მიახლოებული" ერთმანეთს და რთულად ჩაიარა მისმა მეორე ორსულობა-მშობიარობამ, კინაღამ გადაჰყვა სეინტის გაჩენას.

ცნობილი არ არის, ამხელა განსაცდელმა იმოქმედა თუ არა კიმზე და თქვა თუ არა ამ ჩვევაზე.