ანჟელა კრიკმორი 27 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. ორსულობის დროს ქალმა წონაში მოიმატა და ზედმეტი კილოგრამების დაკლება დიდხანს ვეღარ მოახერხა. არადა, სულ ცდილობდა.
როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, ქმარი წინააღმდეგი იყო, რომ მას წონაში დაეკლო და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ სრული ფორმებით უფრო მოსწონდა. თითქმის 10 წელი მომატებული კილოგრამებით ცხოვრობდა, არც ვარჯიშს ცდილობდა, არც კვებას აკონტროლებდა და გვიანაც მიირთმევდა იმას, რაც სურდა.
მაგრამ, ერთ დღეს ანჟელამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ სურდა და საკუთარ თავს მოსთხოვა, წონაში დაეკლო. ხანგრძლივი მცდელობის შედეგად, ანჟელამ საბოლოოდ 30 კილოგრამის დაკლება მოახერხა და მისთვის სასურველი სხეული მიიღო... თუმცა ქმარს შეცვლილი მეუღლე და ცხოვრების წესი აღარ მოსწონდა. ანჟელა ახლა მთელ დროს სამზარეულოში კი აღარ ატარებდა, არამედ სპორტდარბაზში დადიოდა და კვებას აკონტროლებდა. ამის გამო უთანხმოება დაიწყო, ნელ-ნელა მეუღლეს ქალის გარდასახვა უფრო და უფრო არ მოსწონდა და საბოლოოდ დაშორდა.
ანჟელას მოტივაცია არ დაუკარგავს. ვარჯიშს განაგრძობდა და ბოლოს იმდენად კარგად შეისწავლა სხვადასხვა ტექნიკა, რომ მწვრთნელი გახდა და უკვე სხვებსაც ავარჯიშებს. ამავდროულად, ინტერნეტში შექმნა საკუთარი ბლოგი და გამომწერებს გამოცდილებას უზიარებს, უყვება, როგორ მოახერხა ამდენი კილოგრამის დაკლება და როგორ ინარჩუნებს წონას.
მოგვიანებით, მისი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა. 51 წლის მარკი მანქანების ბიზნესს ფლობდა. ერთ დღეს ანჟელას დაურეკა და სთხოვა, რომ მასთან დარბაზში სავარჯიშოდ მივიდოდა. თუმცა, ეს ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი არ აღმოჩნდა. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა.
"იცით, როცა ქალები მწერენ და წუწუნებენ, რომ საოჯახო საქმეების გამო წონაში ვერ იკლებენ, მშვენივრად მესმის მათი. წონის დაკლება ნამდვილად რთულია, როდესაც ოჯახის წევრებისთვის მუდმივად ამზადებთ საჭმელს, მათ კი არც თქვენი ფიტნესი აინტერესებთ და არც განსხვავებული კვების რეჟიმი. ამით კი მოტივაციას გვიკარგავენ." - ამბობს ანჟელა.
ახლა ქალი ბედნიერია, აქვს საკუთარი საქმე, შემოსავალი და პირადი ცხოვრება. პერიოდულად კი ამბებს გამომწერებს სოციალური ქსელებიდან უზიარებს.