ბავშვთან მიმართებაში მშობლები მზად არიან, სპეციალისტებისგან არაერთი რჩევა მოისმინონ. მათ შორისაა ბავშვის პირადი საზღვრების დაცვა, რაც, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მშობელს არ გამოსდის. სინამდვილეში ტაქტი და ზომიერება შვილთან ურთიერთობაშიც აუცილებელია, მეტიც, არსებობს კითხვები, რომლებიც ბავშვს არასოდეს არ უნდა დაუსვათ.
კითხვები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა დაუსვათ, თუ არ გინდათ, რომ თქვენს და მის შორის ნელ-ნელა უხილავი კედელი აღიმართოს:
ამ კითხვას ძალიან ხშირად უსვამენ ყველა ასაკის ბავშვს. ხან თავად მშობლები, ხან ნათესავები ან თუნდაც შემთხვევითი ნაცნობები. ასეთი ფორმულირება აბნევს ბავშვს. როგორც არ უნდა უპასუხოს, დიდი ხნის განმავლობაში თავს დამნაშავედ გრძნობს.
თუნდაც თქვენი შვილი პირადად დირექტორს ჰყავდეს კონტროლზე აყვანილი და მასწავლებლებისგან შენიშვნების მეტი არაფერი გესმოდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩაუსაფრდეთ და ის მუდმივად დამნაშავის პოზიციაში გყავდეთ. მხოლოდ ბავშვში საუკეთესოს დანახვით შეგიძლიათ ნამდვილად დაეხმაროთ მას.
გააკეთე საშინაო დავალება? ისაუზმე? ლოგინი დაალაგე?
მსგავსი კითხვები (ხშირად მიყოლებით მიყოლებით, დამახსოვრებული ტექსტივით) არ დაგეხმარება შვილთან კომუნიკაციის დამყარებაში, მხოლოდ შთაბეჭდილებას შექმნის, რომ მისი ცხოვრება არ გაინტერესებთ და მხოლოდ გაკეთებულ საქმეებს ელით. თუ ბავშვი ელემენტარულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, ამაზე, პირველ რიგში, თქვენ უნდა იზრუნოთ. გაარკვიოთ ამის მიზეზები და თუ საჭიროა, ფსიქოლოგსაც მიმართოთ.
მშობელი წუხს, როცა მოზარდის ოთახში იხედება და ორ სტრატეგიულ შეცდომას მაინც უშვებს. ეს არის ბავშვის ტერიტორია და არა თქვენი სტუმრებისთვის საჩვენებელი ოთახი. მოზარდმა მოაწყო ისეთი წესრიგი, რომელიც მისთვის მოსახერხებელია. ზრდასრული ადამიანის თვალით, ეს სრული არეულობაა, ბავშვის თვალსაზრისით - შემოქმედებითი ქაოსი. ეს არის პირადი საზღვრების პატივისცემა. შესაძლოა, სწორედ ასე გამოხატავს პროტესტს მშობელთა კონტროლის წინააღმდეგ. ნუ შეგეშინდებათ, რომ ის ფეთხუმი გაიზრდება. გახსოვდეთ აღზრდის პირველი წესი: პირადი მაგალითი. თუ თქვენს ბინაში ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია, მაშინ დიდი ალბათობით ბავშვი ამ ტრადიციას გააგრძელებს.
ასეთი შეფასებები ხშირად ახლავს ტესტირების შედეგების გამოცხადებას. მშობლები ეკითხებიან ბავშვს, რატომ არ გააკეთა რაღაც ისე, როგორც მისმა მეგობარმა, ან რატომ ვერ მიაღწია წარმატებას თავისი თანაკლასელივით. ასეთი შედარებებით იქმნება რისკი, რომ ნევროზული, საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილო ადამიანი გაიზარდოს. ასეთი შეფასება უკეთესად სწავლის მოტივაციას კი არ იწვევს, არამედ გაღიზიანებას, ბრაზს, წყენას. წარმოიდგინეთ, როგორც თქვენ ადარებთ თქვენს შვილს უფრო წარმატებულ კლასელებს, მან რომ შეგადაროთ სხვა მშობლებს, მოგეწონებათ?
გაიხსენეთ, როგორ გვინდოდა ბავშვობაში, რაც შეიძლება მალე გავრზდილიყავით და როგორ გვწყინდა, როცა პატარებივით გვექცეოდნენ. ამ სიტყვებში ბავშვის მიმართ უნდობლობაც ჩანს, მაგრამ მთავარი შეცდომა სხვაა. ფინანსური უნარები ისევე უნდა ჩამოყალიბდეს ადრეული ასაკიდან, როგორც სხვა საჭირო უნარები. ჯიბის ფული ბავშვს ასწავლის, რომ არ დახარჯოს ბევრი, დაზოგოს, “დახარბებული“ არ ყიდულობდეს რამეს და უმჯობესია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ ბავშვის ფინანსური წიგნიერების სწავლება, ჯერ თამაშის ფორმატში, შემდეგ კი ჯიბის ფულის დახმარებით.
როგორ წარვმართოთ დიალოგი?
რა უნდა ჰკითხოთ თქვენს შვილს? უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ საუბრის მიზანი. შემდეგ დაფიქრდით, ნამდვილად დაეხმარება ბავშვს ჩემი შეკითხვა საშინაო დავალების მომზადებაში? და თუ ვკითხავ, ვუყვარვარ თუ არა, ამით უფრო შევუყვარდები? თუ კითხვის მიზანი და თავად კითხვა ერთმანეთს არ შეესაბამება, იქნებ ეს კითხვები საერთოდ არ დასვათ? თუ დახმარება გინდათ, კარგად გაიგეთ, რაში სჭირდება დახმარება, ურთიერთობების გასამყარებლად ჰკითხეთ თქვენს შვილს, რეალურად რა აინტერესებს. ხოლო იმისთვის, რომ აჩვენოთ, რომ გიყვართ, ჯობია არაფერი ჰკითხოთ, უბრალოდ ეს ხმამაღლა უთხარით.