სწრაფად გამდიდრების სურვილი ზოგიერთ ადამიანს ადეკვატურობას აკარგვინებს და საშინელი დანაშაულებისკენ უბიძგებს. დღეს მოგიყვებით ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გაიტაცეს და საშინელი წუთები გაატარებინეს:
ლუდის ცნობილი ბრენდის Heineken-ის მფლობელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასა და მის მძღოლს მშობლიური ამსტერდამიდან, ქალაქის ცენტრიდან გაიტაცებდნენ. ეს 1983 წელს მოხდა. ხუთმა ახალგაზრდა ბიჭმა ბიზნესმენი ფულის მიღების მიზნით გაიტაცა, ხმაგაუმტარ საკანში ჩასვა და კედელზე ჯაჭვით მიაბა. ბანდიტებმა 35 მილიონი ჰოლანდიური გულდენი მოითხოვეს, დაუკავშირდნენ ბიზნესმენის ოჯახის წევრებს და პოლიციას ეს თანხა მიატანინეს. თუმცა, მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. თანხის აღების შემდეგ საფრანგეთში გაიქცნენ. პოლიციამ კი მათ კვალს მარტივად მიაგნო და გამტაცებლები დააკავა. თუმცა, ფრედმა უკან მხოლოდ 4 მილიონი გულდენის დაბრუნება შეძლო. დანარჩენი თანხის ისტორია უცნობია. რამდენიმე წელში ჰეინეკენმა ცნობილი ლუდსახარშის მართვა საკუთარ მემკვიდრეებს გადასცა და პენსიაზე გავიდა. 2002 წელს იგი პნევმონიით გარდაიცვალა. 2014 წელს კი დენიელ ალფრედსონის ფილმი "ფრედი ჰეინეკენის გატაცება" გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ასრულებს.
ამერიკელი მილიარდერის პოლ გეტის სიძუნწის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი. იგი ნავთობის ბიზნესს აკონტროლებდა, 1973 წელს კი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, ახლობელ ადამიანებს ფულს პროცენტით ასესხებდა. ბიზნესმენი 5-ჯერ იყო დაქორწინებული და ოთხ ცოლს იქამდე დაშორდა, ვიდრე შვილები ეყოლებოდათ. პოლ გეტი თვლიდა, რომ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა არასაჭირო ხარჯებს იწვევდა და ქონებას ტყუილად გაფლანგავდა. ჯონ გეტი ბიზნსმენის ვაჟი იყო მეოთხე ქორწინებიდან და საოჯახო ფირმის იტალიურ ფილიალს მართავდა. მას 16 წლის ვაჟი ჰყავდა, რომელსაც ღამით, ქალაქში სეირნობისას უცნობი პირები თავს დაესხნენ და გაიტაცეს. გამტაცებლებმა გამოსასყიდად 17 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ბიზნესმენმა ბაბუამ ამ ამბავზე წარბიც კი არ შეხარა. იგი ფიქრობდა, რომ შვილიშვილი ატყუებდა და ფულის გამოძალვას ცდილობდა. თუმცა, იტალიური მაფია ხუმრობას სულაც არ აპირებდა. პოლ გეტმა საბოლოოდ გადაწყვიტა, აგენტი დაექირავებინა, მაგრამ ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. 1973 წლის 10 ნოემბერს გაზეთის Il Messaggero-ს რედაქციაში მოჭრილი ყურით ამანათი მივიდა. გამტაცებლები წერდნენ, რომ ყური ბავშვის იყო და თუ თანხას არ მიიტანდნენ, მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ნაწილ-ნაწილ გაუგზავნიდნენ ოჯახის წევრებს. გამტაცებლები საბოლოოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ბიზნესმენი აქაც ძუნწად მოიქცა. საკუთარ შვილს 2,2 მილიონი დოლარი ასესხა და პროცენტიც დაუწესა, რომელი 7 წელიწადში უნდა გადაეხადა. საბოლოოდ, ჯოჯოხეთგამოვლილი მოზარდი გაათავისუფლეს. წლების შემდეგ ბიჭი დაქორწინდა, შვილიც ეყოლა, თუმცა წარსულის ტრავმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. შემდეგ ინსულტი დაემართა და სრულად პარალიზდა. საბოლოოდ, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის შვილიშვილი 54 წლის ასაკში სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა. ამ ამბავზე 2017 წელს რიდლი სკოტმა ფილმი სახელწოდებით "ყველა ფული მსოფლიოში" გადაიღო.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯესიკა ალბა დღესაც შიშით იხსენებს შემთხვევას, რომელიც 1994 წელს მოხდა. მაშინ გოგონას ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, რომ თავისი სკუტერი გადაეყენებინა, რადგანაც მანქანის გავლაში ხელს უშლიდა. ალბამ სახლი მაშინვე დატოვა. მოულოდნელად, მსახიობს იარაღი მიადეს და გაიტაცეს. ჯესიკა 3 დღის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. ოჯახს წარმოუდგენლად დიდ თანხას სთხოვდნენ, მაგრამ მაშინ მათ საშუალება არ ჰქონდათ და არც ალბა იღებდა მილიონიან ჰონორარებს. როდესაც გამტაცებლები მიხვდნენ, რომ მსახიობის ოჯახის წევრები მოთხოვნილ თანხას ვერ გადაიხდიდნენ, გოგონა ნახევრად უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მანქანით დატოვეს. ეს ამბავი ალბას დღემდე ახსოვს და შიში და ეჭვები არ ასვენებს.
2012 წელს ბოლივუდის ვარსკვლავის მინაკში თჰაპარის სიკვდილმა უამრავი ადამიანი აღაშფოთა. გოგონა ღარიბი ოჯახიდან იყო, თუმცა სამსახურში ამის თქმის ერიდებოდა და ამბობდა, რომ საკმაოდ მდიდარი ცხოვრება ჰქონდა და ფულში ბანაობდა. როდესაც ეს ამბავი მისმა ორმა კოლეგამ გაიგო, გოგონა გაიტაცეს და 1,5 მილიონი რუპია მოითხოვეს. მსახიობის დედამ 60 ათასია რუპიას შეგროვება ძლივს მოახერხა. გამტაცებლებმა ეს დაცინვად ჩათვალეს და გოგონა სასტუმროში ჩამოახრჩვეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს და მისი ცხედარი წყლის ავზში დატოვეს.
ბრიტანელი მსახიობი 2005 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ დურბანში ფილმის "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ" გადაღებებისთვის იმყოფებოდა. სასტუმროში მიმავალს გზად მანქანაზე საბურავი გაუსკდა. ღამე იყო და მსახიობი ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. უცებ 6 ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფულს ეძებდნენ, ამიტომ ბენედიქტსა და მის მეგობრებს ხელები შეუკრეს და საბარგულში ჩატენეს. როცა მიხვდნენ, რომ მანქანაში ნარკოტიკული საშუალებები არ იყო, მძევლები მიწაზე გადმოყარეს. მსახიობსა და მის მეგობრებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაეხმარა და დააბინავა.
ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი ფრენკ სინატრა, რომელიც ძალიან ცნობილ და პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 3 ბანდიტი მის შვილს გაიტაცებდა და გამოსასყიდს მოითხოვდა. გამტაცებლებთან კონტაქტზე გავიდა და მათ მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. გამტაცებლები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, ჩხუბი დაიწყეს და სინატრას შვილი გაათავისუფლეს. ისინი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.