13 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპყრობილე არც თუ ისე დიდი ხნის წინ დატოვა.
როგორც ირკვევა,13 წლის მოზარდი და სავარაუდო მოძალადე ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
დაზარალებულის დედის თქმით, კაცმა დაკავებისას ჩადენილი დანაშაული აღიარა:
"მუცლის ტკივილები მაქვსო მითხრა, ვიფიქრე, ჭია ჰყავსთქო და შესაბამის წამლებს ვასმევდი. ექიმთან რომ მივიყვანე, ექიმმა მითხრა, ორსულად არისო. ემოციური ბავშვია და მე არაფერს მეუბნება. რა აქვს გაკეთებული, მაგის აზრზეც არ არის. ამოცნობაზე რომ მიიყვანეს, ერთი და იგივე კაცი დაასახელა. ამ კაცს დღეს დილით უღიარებია დანაშაული. ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, სულ ორჯერ ვუთხარი გამარჯობა. ალბათ შეშინებული ჰყავს ბავშვი"- აცხადებს მოზარდის დედა.
16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. იხილეთ ვიდეო