ატრაქციონზე 6 წლის ბავშვს უსაფრთხოების ქამარი გაუწყდა და 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა - "მისი გადარჩენა სასწაულია, ეს მეორედ დაბადებაა" - მშობლები

ატრაქციონზე 6 წლის ბავშვს უსაფრთხოების ქამარი გაუწყდა და 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა - "მისი გადარჩენა სასწაულია, ეს მეორედ დაბადებაა"

2023-06-30 23:29:11+04:00

6 წლის ბიჭუნა, სახელად ცეზარი, მექსიკის გასართობ პარკში 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ატრაქციონზე უსაფრთხოების ქამარი გაწყდა. საბედნიეროდ, ის გადარჩა.

ბავშვის ოჯახის წევრებმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ გაწყდა უსაფრთხოების ქამარი, რის შემდეგაც მოზარდი ატრაქციონის ქვეშ მოწყობილ აუზში ჩავარდა.

Fox News-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს ცეზარი ზრდასრულ ადამიანთან ერთად ზიპლაინზე, როცა მოულოდნელად ორივე მათგანი ჩერდება და ბიჭუნა ძირს ვარდება. ვიდეოს გაწყვეტამდე გარშემომყოფების საზარელი ყვირილი ისმის. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო