სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ 43 წლის კაცს პატიმრობა შეუფარდა - არასრულწლოვანი გოგონა 4 თვის ორსულია... - მშობლები

სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ 43 წლის კაცს პატიმრობა შეუფარდა - არასრულწლოვანი გოგონა 4 თვის ორსულია...

2023-07-03 12:46:38+04:00

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ინტერპრესნიუსი

პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ