მოდელ ანა ახვლედიანს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მართალია, რაც ოჯახი შექმნა, სამოდელო სფეროში ისე აქტიურად არ ჩანს, თუმცა ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს.
ანას მეუღლე გიგა ბერაია წარსულში ასევე მოდელი იყო. წყვილს ქალიშვილი ევა ჰყავს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დედის ინსტაგრამ გვერდზე და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. გოგონას მშობლებისგან გენეტიკურად ერგო მშვენიერი ნაკვთები და არ არის გამორიცხული, მომავალში მისი სახით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოდელი გამოჩნდეს.