პატარები ხშირად, ერთი შეხედვით, უცნაური ქცევებით გამოირჩევიან და მაინცდამაინც იმის მიღება და გაკეთება სურთ, რასაც უფროსები უშლიან ან უმალავენ. შესაძლოა, კედლების მოხატვა დაიწყონ, ფქვილი თავზე დაიყარონ, საკვებით ხალიჩები, იატაკი დაფარონ, სხვადასხვა ნივთი გადმოყარონ და მოკლე დროში, სრული ქაოსი შექმნან. მსგავს აქტივობებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა დედის კოსმეტიკის ჩანთის დათვალიერება და მისი გამოყენებაა.
ბავშვები ტუჩსაცხით, ფანქრებით, თვალის ჩრდილებით კბილებს იღებავენ, სახეზე ისვამენ, ტელევიზორსა თუ სახლის სხვადასხვა კუთხეში ანაწილებენ. შესაძლოა, შინაური ცხოველები, მაგალითად, ძაღლიც კი შეღებონ, რომ აღარაფერი ვთქვათ სათამაშოებზე. ტუში შეიძლება კედელზე აღმოჩნდეს, თვალის ლაინერი კი სახეზე წაისვან. მსგავსი სიცელქის შედეგებს, რომლებიც ხშირად ძალიან სახალისოდ მთავრდება, მშობლები კამერით იღებენ და სამახსოვროდ ინახავენ.
დღეს გაგიზიარებთ სახალისო და საყვარელ სურათებს, სადაც ჩანს, რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლებმა სულ ცოტა ხნით მოადუნეს ყურადღება, ბავშვებმა კი კოსმეტიკის ჩანთა ხელში ჩაიგდეს: