ბოლო პერიოდში ბევრ ჩვენს მოქალაქეს აღმოაჩნდა ჩუტყვავილას ინფექცია. რა იწვევს მას და როგორ მართონ, ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით ახალბედა დედებს. ჩუტყვავილას, მისი მიმდინარეობისა და მოვლის შესახებ "კვირის პალიტრას" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ინფექციონისტი ნინო სირაძე ესაუბრა:
- ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა, გამოწვეული ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. ჩუტყვავილა ხასიათდება სხვა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიპტომებით, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, უმადობა და გამონაყარი. ახასიათებს ლაქოვანი გამონაყარი და ბუშტუკები, რომლებიც ყველგან იჩენს თავს, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავის თმიან ნაწილზე და პირის ღრუშიც კი.
- რა თქმა უნდა, კანი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მძიმე გართულება, რომელიც ჩუტყვავილას ახასიათებს, არის კანისა და რბილი სხეულების ინფექცია, რაც მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. რბილი სხეულების ინფექციისას შეიძლება განვითარდეს სეფსისი და შემთხვევა შესაძლოა ლეტალობითაც დასრულდეს.
ჩუტყვავილას სხვა გართულებებიც ახასიათებს, მაგალითად, ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია, სინუსიტი, ოტიტი და ენცეფალიტი, რომელიც მძიმე დაავადებად ითვლება და აუცილებლად საჭიროებს სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. ჩუტყვავილას ახასიათებს ქავილი და ქავილის დროს ინფექცია ვრცელდება. ამიტომ პაციენტის ფრჩხილები უნდა იყოს აუცილებლად დაჭრილი, ფრჩხილის ჰიგიენა უნდა იყოს დაცული - ეს აუცილებელია. დაბანის დროს იყავით ფრთხილად, რომ არ დაზიანდეს ბუშტუკები, ნუ დაიბანთ სხვადასხვა საშუალებით, რათა არ მოხდეს გართულება, დაბანილი ადგილები გაიმშრალეთ ფრთხილად.
- არა, ჩუტყვავილას დროს არ გამოიყენება არც ბრილიანტის მწვანე და არც სხვა მსგავსი საშუალებები.
- თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსია, უნდა გამოვიყენოთ ტემპერატურის დამწევი. თუ ახასიათებს ძლიერი დისკომფორტი, ბავშვს აწუხებს და ის ჭირვეულობს, მით უმეტეს საჭიროა სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. ტემპერატურისას ძირითადად ვიყენებთ "პარაცეტამოლისა" და "იბუპროფენის" ჯგუფის სიცხის დამწევ საშუალებებს. არსებობს მოსაზრებები და კვლევები იმის შესახებ, რომ ჩუტყვავილას დროს "იბუპროფენის" გამოყენების შემთხვევაში კანის ინფექციების სიხშირე უფრო მაღალია, თუმცა ეს დადასტურებული არაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩუტყვავილას დროს რეკომენდაციას ვუწევთ "პარაცეტამოლის" ჯგუფის პრეპარატებს.
- ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყრის განვითარებამდეც და გამონაყრის პერიოდშიც. სანამ ყველა ელემენტი არ დაიფარება ფუფხით, ეს ინფექცია მანამდე გადამდებია. შემდეგ თავდაცვის საშუალებაა ჩუტყვავილათი დაავადებული პირის იზოლირება. ნუ ვატარებთ ინფიცირებულ ბავშვს საბავშვო ბაღში ან სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. ჩუტყვავილათი ინფიცირების დროს აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა.